ეროვნული ლიგის ანალიზი – “საბურთალოს” ევროპაზე ლეგიონერები სჭირდება

თარიღი: თებერვალი 4, 2019

საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო” ეროვნული ლიგის დაწყებამდე შეკრებას თურქეთში გადის და გია ჭიაბრიშვილის ბიჭები აქტიურად ემზადებიან. როგორც მთავარმა მწვრთნელმა სეზონის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებდა და გამორჩეული ლეგიონერებიც მოვიდოდნენ, თუმცა მისი ნათქვამიდან მხოლოდ პირველი შესრულდა სრულყოფილად, ხოლო, ლეგიონერები, გამორჩეული ლეგიონერები პრაქტიკულად არ ჩანს. შევაჯამოთ თბილისელების ტრანსფერები და გავაანალიზოთ, გაძლიერდა თუ უფრო დასუსტდა კლუბი, რომელმაც საქართველოს სახელით ჩემპიონთა ლიგაზე უნდა იასპარეზოს.

მეკარეები

“საბურთალოს” კაპიტანი და გასული სეზონის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ლაზარე კუპატაძე კარიერას ლუქსემბურგში გააგრძელებს. წავიდა მე-2 მეკარე ბექა გვარაძეც. კლუბმა მათ ნაცვლად გამოცდილი ომარ მიგინეიშვილი “რუსთავიდან” და 29 წლის უკრაინელი გოლკიპერი “ლუჩიდან”, დენის შელიხოვი დაიმატა. მიგინეიშვილს ზურგს 17 წლიანი კარიერა უმაგრებს, შელიხოვი კი კარიერის ზენიტში ნახევარი მილიონი ღირდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია, “საბურთალო” ამ პოზიციაზე გაცილებით შესუსტდა და მიუხედავად კუპატაძის განცხადებული წასვლისა, გუნდმა მას სათანადო შემცვლელი ვერ მოუძებნა.

მცველები

“საბურთალომ” გასულ სეზონში კარი მშრალად 16 შემთხვევაში შეინახა და 36 მატჩში 29 გოლი გაუშვა. გამორჩეული იყო გაგი მარგველაშვილისა და გიორგი რეხვიაშვილის დუეტი, მარცხენა ფლანგზე კი ლუკა ლაკვეხველიანი იდგა.

რეხვიაშვილი ბერძნულ “ლევადიაკოსში” გადავიდა, ხოლო, მარგველაშვილი კაპიტანი გახდა. გუნდში გიორგი თევზაძე დაბრუნდა, რომელიც ლაკვეხველიანის მთავარი კონკურენტი იქნება. გუნდმა “ჩიხურადან” კარგი ცენტრალური მცველი, ლევან კაკუბავა დაიმატა, რომელსაც თამაში საყრდენადაც შეუძლია.

თბილისელები მარჯვენა მცველმა, ნოდარ იაშვილმა დატოვა, თუმცა შეკრებისას ძალიან აქტიურია გრიგოლ ჩაბრაძე და მას მოუწევს მარჯვენა ფლანგის ჩაბარება.

ნახევარმცველები

“საბურთალომ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მხოლოდ ერთი ნახევარმცველი დაიმატა – 2017 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი, ინტერს გი. გი ბოლოს “სამტრედიაში” თამაშობდა და შეტევითი ხაზის გაძლიერება შეუძლია. წავიდა დავით თარგამაძე, რომელმაც 2-წლიანი ტრავმის შემდეგ მეტ-ნაკლებად შეძლო ფეხბურთში დაბრუნება.

ჭიაბრიშვილი კვლავ გორგიაშვილის, ტერას, დიასამიძის და გონსალვეშის იმედზე იქნება. რაც მთავარია, გონსალვეში დარჩა და ჩემპიონმა მისი შენარჩუნება მოახერხა.

თავდამსხმელები

გუნდს დავით ვოლკოვი და დიმიტრი ტატანაშვილი დაემშვიდობნენ. დაბრუნდა ლაშა შინდაგორიძე, ლადო დვალიშვილი და გიორგი კოხრეიძე კვლავ “ერთი უბნელები” არიან, ჭიაბრიშვილმა კი დიდი იმედები გურამ გოშთელიანზე დაამყარა.

სინჯებზე ოგნიენ როლოვიჩი იმყოფება, რომელმაც პანდევის “აკადემიასთან” ითამაშა, თუმცა უგოლოდ. როლოვიჩს Transfermartk-ზე სატრანსფერო ფასი არ ადევს.

შეფასება: საბურთალომ” 7 ფეხბურთელი გადაიბირა და 6 გაუშვა. მხოლოდ 2 ლეგიონერი – ინტერს გი და დენის შელიხოვი. თევზაძე და შინდაგორიძე “საბურთალოში” 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ. გუნდი კვლავ ეროვნული ლიგის ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, თუმცა ევროთასებისთვის საკმარისად ნამდვილად არ გაძლიერებულა და ამ შემადგენლობით, ევროპა ლიგაზე ბრძოლაც გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

თემურ შონიას უძლიერესი გასროლა “უფას” კარში (ვიდეო)

ესპანურ შეკრებაზე მყოფმა “ლოკომოტივმა” რუსული პრემიერ ლიგის “უფა” 0-1 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი თემურ შონია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტოპათეულში შევიდა

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტოპათეულში მოხვდა. არგენტინელი ფეხბურთელი 130 [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ეს საოცნებო შედეგი არ არის”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბაიერნთან” გამართული მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “უკეთესად თ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაბი კეიტა ალკანტარასა და გნაბრის წინააღდმეგ (ვიდეო)

19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ბაიერნს” დაუპირისპირდა და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ფეხბურთელები “ლიონთან” მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლიონი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და ფრედ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” და “ბაიერნი” უგოლოდ დაზავდნენ (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “ენფილდზე” ჩატარებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” “ლიონს” უგოლოდ ეთამაშა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონსა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა. საფრანგეთში ჩატარებულმა შეხვედრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი შედეგები აქვთ ქართულ გუნდებს რუსებთან და უკრაინელებთან?

ეროვნული ლიგის თითქმის ყველა წარმომადგენელი შეკრებას თურქეთში გადის და ჩვენი გუნდების მოწინააღმდეგები უმეტესად რუსული და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” – “ბაიერნი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ბაიერნს” დაუპირისპირდება. უკვე ცნო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვანდა ნარა: იკარდი კაპიტნის სამკლაურის გარეშე არ ითამაშებს

მილანის “ინტერის” არგენტინელი ვარსკვლავის, მაურო იკარდის, გარშემო არსებული ვითარება უფრო და უფრო იძაბება. როგორც ცნობილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილით გადაადგილდება რიად მაჰრეზი მანჩესტერში (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელს, რიად მაჰრეზს მდიდრული ავტომობილი Bentley Bentayga ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამ მანქანაში [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატერაცი: “იუვენტუსისთვის” ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა ჩავარდნის ტოლფასი იქ

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი, მარკო მატერაცი, მიიჩნევს, რომ ტურინის “იუვენტუსისთვის” მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანი: “ჩემპიონთა ლიგის მოგება ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი თვლის, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს იმისათვის, რომ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩი: “კრიშტიანო პირველია, ვინც გუნდის წევრებს დადებითი სიტყვებით ამხნევებს”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა. ბონუჩიმ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიკოლა კოვტალიუკი სამხრეთ კორეაში წავიდა

გორის “დილას” უკრაინელი თავდამსმელი მიკოლა კოვტალიუკი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს. კოვტალიუკი სამხრეთ კორეის K League […]...
წაკითხვა