ეროვნული ლიგის ჩემპიონი? – “დინამომ” 14 ფეხბურთელი დაიმატა!
დღეს ეროვნული ლიგა 2 მატჩით განახლდება და 20:00 საათზე ქუთაისის “ტორპედო” “დინამო ბათუმს” მიიღებს. “ტორპედოს” გუნდის აწყობა 2 კვირაში მოუწია, “დინამოს” კი სპორტულ დირექტორად კი ლადო დვალიშვილი დაინიშნა, რომელმაც 12 ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელა, 2 ფეხბურთელის ტრანსფერს კი უკვე პრაქტიკულად ასრულებს.
“დინამომ” მეკარე ლაზარე კუპატაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე და გაგი მარგველაშვილი “საბურთალოდან” დაიმატა. გიორგი ზარია და ირაკლი აზაროვი “დინამო თბილისიდან”.
გიორგი ფანცულაია “ტორპედოდან”, რაფაელ ჩუკვურა “თელავიდან”, ვამარა სანოგო “ლეგიიდან”, ოლექსანდრ აზაცკი “ბანიკიდან”, ლუკას გროცურეკი კი ავსტრიიდან. თავისუფალი აგენტი იყო ლევან მჭედლიძე.
გავრცელებული ცნობით, ჯანო ანანიძე “დინამოში” ვარჯიშობს და თუ უახლოეს 1 კვირაში რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება არ მიიღო, გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს. ასევე, ბათუმში გააგრძელებს კარიერას სოლისგორკის “შახტარის” შემტევი ლაშა შინდაგორიძე, რომელმაც 2020 წელს მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშს ვერ ახერხებდა.
ტრანსფერების უმრავლესობა პირადად ლადო დვალიშვილის ინიციატივით განხორციელდა.