ეროვნული ლიგის IX ტური: პრევიუ
დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ პრევიუს!
ბოლნისის “სიონი” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: პირველი მაისი, 15:30
დღეს მეცხრე ტურის გახსნით შეხვედრაში “სიონი” “ჩიხურას” შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება “მიხეილ მესხი 2”-ზე შედგება. წინა ტურში ბოლნისლებმა ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოსთან” ანგარიშით, 0:3 წააგეს. მათ ზედიზედ ორი მარცხი აქვთ. ამჟამად “სიონს” შვიდი ქულა დაუგროვდა და მეშვიდე პოზიციაზეა. სულ სხვა სიტუაციაშია “ჩიხურა”, რომელმაც მერვე ტურში პირველადგილოსან “საბურთალოს” სძლია და ახლა 15 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.
თბილისის “საბურთალო” – სამტრედიის “სამტრედია”
დასაწყისი: პირველი მაისი, 18:30
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ დღეს გაიმართება, თბილისურ-სამტრედიული დაპირისპირებაა. “საბურთალოზე” უკვე ვთქვით. ახლა ეს გუნდი 18 ქულით (ბურთების უარესი შეფარდების გამო) “დინამოს” ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. “სამტრედია” ცუდ და ცოტა უცნაურ სიტუაციაშია: იმერლებმა ბოლო ხუთ შეხვედრაში ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს. ხოლო, ბოლო სამ მატჩში, ასევე ბურთი არ მიუღიათ თავიანთ კარში. შესაბამისად, უკანასკნელ სამ შეხვედრაში ფრეები ითამაშეს. ახლა მათ ექვსი ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან.
ფოთის “კოლხეთი” – ქუთაისის “ტორპედო”
დასაწყისი: პირველი მაისი, 20:30
ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” “კოლხეთი” “ტორპედოს” შეხვდება. მეგრელებს ბოლო ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოგება და სამი მარცხი აქვთ. ახლა მათ შვიდი ქულა დაუგოვდათ და მერვე საფეხურზე არიან. “ტორპედოს” 12 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს.
რუსთავის “რუსთავი” – თბილისის “ლოკომოტივი”
დასაწყისი: 2 მაისი, 18:30
უკვე ხვალ, “მიხეილ მესხზე” “რუსთავი” “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. “რუსთავმა” ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულა. ახლა ამ გუნდს 11 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა. “რკინიგზელებმა” ბოლო სამი თამაში წააგეს, გაიტანეს სამი და მიირეს რვა გოლი. მათ ანგარიშზე ოთხი ქულა და ბოლო პოზიციაა.
გორის “დილა” – თბილისის “დინამო”
დასაწყისი: 2 მაისი, 18:30
გორში ადგილობრივი “დილა” “დინამოს” მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ოთხი მატჩში ორი ფრე და ორი მოგება აქვთ. ისინი 15 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან. რაც შეეხება “დინამოს”, დედაქალაქურმა გუნდმა ბოლოს “კოლხეთს” მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა. მას 18 ქულა დაუგროვდა, ისევე, როგორც “საბურთალოს”, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს მეტოქეს.