ეროვნული ლიგის IX ტური: პრევიუ

თარიღი: მაისი 1, 2018

დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ პრევიუს!

ბოლნისის “სიონი” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: პირველი მაისი, 15:30

დღეს მეცხრე ტურის გახსნით შეხვედრაში “სიონი” “ჩიხურას” შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება “მიხეილ მესხი 2”-ზე შედგება. წინა ტურში ბოლნისლებმა ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოსთან” ანგარიშით, 0:3 წააგეს. მათ ზედიზედ ორი მარცხი აქვთ. ამჟამად “სიონს” შვიდი ქულა დაუგროვდა და მეშვიდე პოზიციაზეა. სულ სხვა სიტუაციაშია “ჩიხურა”, რომელმაც მერვე ტურში პირველადგილოსან “საბურთალოს” სძლია და ახლა 15 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

თბილისის “საბურთალო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: პირველი მაისი, 18:30

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ დღეს გაიმართება, თბილისურ-სამტრედიული დაპირისპირებაა. “საბურთალოზე” უკვე ვთქვით. ახლა ეს გუნდი 18 ქულით (ბურთების უარესი შეფარდების გამო) “დინამოს” ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. “სამტრედია” ცუდ და ცოტა უცნაურ სიტუაციაშია: იმერლებმა ბოლო ხუთ შეხვედრაში ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს. ხოლო, ბოლო სამ მატჩში, ასევე ბურთი არ მიუღიათ თავიანთ კარში. შესაბამისად, უკანასკნელ სამ შეხვედრაში ფრეები ითამაშეს. ახლა მათ ექვსი ქულა აქვთ და მეცხრე ადგილზე არიან.

ფოთის “კოლხეთი” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: პირველი მაისი, 20:30

ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” “კოლხეთი” “ტორპედოს” შეხვდება. მეგრელებს ბოლო ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოგება და სამი მარცხი აქვთ. ახლა მათ შვიდი ქულა დაუგოვდათ და მერვე საფეხურზე არიან. “ტორპედოს” 12 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს.

რუსთავის “რუსთავი” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 2 მაისი, 18:30

უკვე ხვალ, “მიხეილ მესხზე” “რუსთავი” “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. “რუსთავმა” ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულა. ახლა ამ გუნდს 11 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა. “რკინიგზელებმა” ბოლო სამი თამაში წააგეს, გაიტანეს სამი და მიირეს რვა გოლი. მათ ანგარიშზე ოთხი ქულა და ბოლო პოზიციაა.

გორის “დილა” – თბილისის “დინამო”

დასაწყისი: 2 მაისი, 18:30

გორში ადგილობრივი “დილა” “დინამოს” მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ოთხი მატჩში ორი ფრე და ორი მოგება აქვთ. ისინი 15 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან. რაც შეეხება “დინამოს”, დედაქალაქურმა გუნდმა ბოლოს “კოლხეთს” მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა. მას 18 ქულა დაუგროვდა, ისევე, როგორც “საბურთალოს”, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს მეტოქეს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “სანამ ეს ადამიანი “ტორპედოს” ფლობდა, მანამდე შეუძლებე

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური პრობლემების შესახებ გადაცემაში “სპორტი იმედზე̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე: “რასაც ფატი აკეთებს, ნორმალური არ არის”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანსუ ფატი შეაქო. როგორც იცით, გუშინ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანსუ ფატის რეკორდი ლა ლიგაში

14 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და მეტოქე 5:2 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ზედიზედ მე-5 მოიგო, გორი რუსთავს დაუზავ

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მე-2 დღე უშუალო კონკურენტების, გორის “დილასა” და რუსთავის “რუსთავს” შორის მატჩით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვეშდი” “კიშვარდას” ეწვია და ზივზიძის დუბლით იმარჯვა. ბუდუმ ანგარიში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნორვიჩმა” “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა! “ლივერპულამდე”

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის მთავარი სენსაცია “ქეროუ როუდზე” დაფიქსირდა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა “პარი სენ-ჟერმენს” ბოლო წუთებზე სუპერგოლით მოაგებინა (ვიდეო)

14 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის მატჩი შედგა “პარი სენ-ჟერმენსა” და “სტრასბურგს” შორის, რომელშიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” “ნიუკასლს” ქამ-ბექი შეუსრულა და კვლავაც უდანაკარგოდაა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტური “ლივერპულისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირებამ გახსნა. გასვლაზე “ტოტენჰემის” დამარცხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანმა” და “ინტერმა” “სან სიროს” გამოსყიდვაზე უარი თ

იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” იუწყება, რომ “მილანმა” და “ინტერმა” ქალაქის მერიისგან სტადიონ “სან ს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” შინ “ლევანტე” დაამარცხა, ბენზემამ დუბლი გაიფორმა (ვიდეო)

ლა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში “ლევანტე” მიიღო. სამი ტურის შემდეგ ზინედინ ზიდანის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოეხმაურა “ლესტერი” უეს მორგანის დაბალ რეიტინგს FIFA 20-ში?

უკვე ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ვიდეოთამაშის, FIFA-ს მიერ 2020 წლის ვერსიაში შედგენილი ფეხბურთელების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჰამედ სალაჰმა სადიო მანესთან დაკვშირებით სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა (ვიდ

“ლივერპულის” თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა სოციალურ ქსელში სადიო მანესთან დაკავშირებით სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს უკვე 4 [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთეს “ტორპედოს” ფეხბურთელებმა “საბურთალოსთან” მატჩის წინ?

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს ფეხბურთელების [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარდარ აზმუნი მოედანს არ ტოვებდა – როგორ მოიქცა ძიუბა? (ვიდეო)

13 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე ტულის “არსენალი” მიიღო და მეტოქე 3:1 [&hell...
წაკითხვა