ეროვნული ლიგის მე-12 ტური: პრევიუ
13-14 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის პრევიუს გთავაზობთ.
ფოთის “კოლხეთი” – ქუთაისის “ტორპედო”
დასაწყისი: 13 მაისი, 17:30 საათი
პირველი მატჩი ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ჩატარდება, სადაც “კოლხეთი” “ტორპედოს” მიიღებს. მეგრელებისთვის წინა ტური ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მათ ეროვნულ ლიგაში თამაშის მოგება მოახერხეს. ფოთურმა კლუბმა “საბურთალო” თბილისში დაამარცხა (1-2). ამჟამად “კოლხეთი” 10 ქულით მეცხრეზეა. “ტორპედომ” წინა მატჩი ბოლოადგილოსან “შუქურასთან” მინიმალური ანგარიშით მოიგო. იმერლებს 19 ქულა დაუგროვდათ და მეოთხე პოზიციაზე არიან.
თბილსის “ლოკომოტივი” – თბილისის “საბურთალო”
დასაწყისი: 14 მაისი, 13:30 საათი
ტურის მეორე დღეს სადებიუტო მატჩი თბილისური დერბია, რომელიც “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივსა” და “საბურთალოს” შორის შედგება. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა წინა მატჩი თანაქალაქელ “დინამოსთან” წააგეს და ამჟამად მეორე პოზიციაზე არიან. მათ 21 ქულა აქვთ. რაც შეეხება “საბურთალოს”, როგორც ვთქვით, ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერთან წააგო და ამჟამად 16 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
ქობულეთის “შუქურა” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 14 მაისი, 15:30 საათი
“ჩელე არენაზე” კიდევე ერთი მატჩი შედგება. ამ შემთხვევაში სტადიონის ბინადარი “შუქურა” “ჩიხურას” მიიღებს. აჭარლების ამბავზე უკვე ვთქვით, ახლა “ჩიხურაც” ვახსენოთ. იმერლებს ძალიან ცუდი პერიოდი უდგათ. ამ გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს 21 აპრილს მოიგო. მაშინაც, “ჩიხურამ” ერთ-ერთ სუსტ კლუბს, “კოლხეთს” სძლია. მას შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა სამი შეხვედრა წააგეს, ცხრა გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთი გაიტანეს. საჩხერული გუნდი ახლა 13 ქულით მეშვიდეზეა.
სამტრედიას “სამტრედია” – ბათუმის “დინამო”
დასაწყისი: 14 მაისი, 15:30 საათი
სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე “სამტრედია” “დინამოს” შეხვდება. იმერლებმა წინა ტუში სტუმრად “ჩიხურა” დაამარცხეს და ახლა 20 ქულით მესამე ადგილზე არიან. “დინამოს” ცუდი რამ დაემართა. ის მე-11 ტურში “დილას” მასპიძლობდა და 2:0-აც იგებდა, თუმცა მატჩის მიწურულს სამი გოლი გაუშვა და დამარცხდა. ბათუმლებს 12 ქულა აქვთ და მერვე საფეხურზე არიან.
გორის “დილა” – თბილისის “დინამო”
დასაწყისი: 14 მაისი, 17:30 საათი
მე-12 ტურის ცენტრალური შეხვერდა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს “ადგილობრივი “დილა” და ლიდერი “დინამო” დაუპირისპირდებიან. “დილას” სასწაულზე უკვე ვთქვით. ამჟამად ებრაელების მფლობელობაში მყოფი გუდნი 14 ქულით მეექვსე ადგილზეა. “დინამო” კი საოცარ ფორმაშია. გუნდმა უკანასკნელი რვა შეხვედრა ზედმიწევნით მოიგო, გაიტანა ოცი გოლი და მხოლოდ ერთი მიიღო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ კახა კაჭარავას შეგირდები “დილას” დაამარცხებენ, “დინამო” გახდება გუნდი, რომელიც ეროვნული ლიგის ცხრავე გუნდს ზედმიწევნით მოუგებს. ამჟამად “დინამო” 27 ქულით ლიდერია და “ლოკოს” მთელი ექვსი ქულით უსწრებს.