ეროვნული ლიგის მეათე ტური: პრევიუ

თარიღი: მაისი 4, 2018

ხუთ მაისს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეორე წრე. Fanebi.Com-ი გთავაზობთ მეათე ტურის პრევიუს!

ბოლნისის “სიონი” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 5 მაისი, 16:30

ბონისის “სიონი” თბილისის “საბურთალოს” “მიხეილ მესხზე” მიიღებს. მასპინძლებმა ბოლო სამ ტურში ერთი ქულაც კი ვერ მოიპოვეს. ახლა მათ შვიდი ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან. ხოლო, რაც შეეხება “საბურთალოს”, გათამაშების ლიდერმა ბოლოს “სამტრედიას” სძლია, 21 ქულა მოაგროვა და მეორადგილოსან “დინამოს” ორი ქულით უსწრებს.

ფოთის “კოლხეთი” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 5 მაისი, 20:30

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ტურის პირველ დღეს შედგება, “კოლხეთისა” და “ჩიხურას” დაპირისპირებაა. იგი ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” გაიმართება. გეტყვით, რომ მეგრელებმა ბოლოს მატჩი მოქმედ ჩემპიონთან, ქუთაისის “ტორპედოსთან” ფრედ, 1-1 დაასრულეს. მათ რვა ქულა მოუგროვდათ და მეშვიდე საფეხურზე არიან. რაც შეეხება “ჩიხურას”, ეს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია: ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი მოგება და ერთი ფრე, მათ შორის, გამარჯვება ლიდერ “საბურთალოსთან”. სამსონ ფრუიძის გუნდი 18 ქულით ცხრილში მესამეა.

სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 6 მაისი, 16:30

უკვე კვირას, ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედია” “ლოკომოტივს” მიიღებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ორი გუნდი ამ სეზონში ყველაზე ცუდად გამოიყურება. იმერლებს ბოლო ოთხ შეხვედრაში ერთი მოგებაც არ აქვთ (ერთი წაგება, სამი ფრე). შესაბამისად, “სამტრედია” ექვსი ქულით ბოლოს წინა ადგილზეა. ის ზუსტად “ლოკომოტივს” უსწრებს, რომელსაც ზედიზედ ოთხი მარცხი და ოთხი ქულა აქვს.

რუსთავის “რუსთავი” – თბილისის “დინამო”

დასაწყისი: 6 მაისი, 18:30

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს “რუსთავი” და “დინამო” დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების წინა შეხვედრა “დინამო არენაზე” რუსტაველთა გამარჯვებით დასრულდა და ახლა დედაქალაქელები ერთგვარი რევანშისთვის იბრძოლებენ. ახლა “რუსთავი” 14 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. ხოლო, “დინამო” 19 ქულით – მეორეა.

გორის “დილა” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: 6 მაისი, 20:30

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “ტორპედოს” მიიღებს. სხვათა შორის, პირველი წრის დაპირისპირებაში, როცა გორელები ქუთაისში მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ ჩავიდნენ, მათ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს მოულოდნელი გამარჯვება (3:2). ამჟამად დილა 16 ქულით მეოთხეა, ხოლო იმერლებს 13 ქულა აქვთ და მეექვსე საფეხურს იკავებენ.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის გოლი და შესანიშნავი საგოლე გადაცემა უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” – “ფეჰერვარი” ბუდუ ზივზივაძის გოლი ბუდუ ზივზივაძის საგოლე გადაცემა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეკოს “რომაში” გაჩერება აღარ უნდა

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “რომას” კაპიტან ედინ ჯეკოს გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოკრატისი “ლაციოში” გადადის

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, სოკრატის პაპასტატოპულოსი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, 32 წლის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორეტნტინო პერესმა, შესაძლოა, “ინტერს” ჰაკიმის დაბრუნება მოსთხოვოს

“რეალსა” და “ინტერს” შორის ურთიერთობა იძაბება. Corierre dello Sport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი “ინტერის” და...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუდის არაბეთმა რონალდუს 6 მილიონი ევრო შესთავაზა

საუდის არაბეთის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლებმა კრიშტიანუ რონალდუს საკმაოდ სარფიანი წინადადებით მიმართეს. ინფორმაციას The Telegrph ადასტურებს. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი “ბარსელონასგან” 4 მილიონ ევროს ითხოვს

კიკე სეტიენი და “ბარსელონა” შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ. “ბლაუგრანას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კონტრაქტის ნაადრევად გაწყვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

როისი: “ყოველთვის ერთი და იგივე შეცდომები, უკვე ყარს!”

დორტმუნდის “ბორუსიამ” გერმანული ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში მორიგი მარცხი განიცადა. ედინ ტერჩიზის გუნდმა ქულები ამჯერად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უილშერი: “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონშიფში ვითამაშებდი”

“ბორნმუთის” რიგებში დაბრუნებულმა ჯეკ უილშერმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა გრძნობაა მისთვის ჩემპიონშიფში თამაში. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველი გულშემატკივრის ოცნება: შოთა და ხვიჩა ერთ გუნდში!

2020 წელს ყველაზე მეტად ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს თავი ორმა ადამიანმა დაამახსოვრა – შოთა არველაძემ და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსასთან” მატჩის შემდეგ “კორნელიაში” კორონავირუსი გამოვლინდა

“კორნელიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხუთშაბათს ჩატარებული ტესტირებების შედეგად გუნდის ორ ფეხბურთელს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა ვარჯიშებზე დაფრინავს – ხვიჩამ 3 თანაგუნდელი გააბითურა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “რუბინთან” ერთად თურქეთში, ბელეკის სავარჯიშო ბაზაზე იმყოფება და საოცარ ფორმაშია. ამხანაგურ მატჩში გატანილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო: “ალექსანდერ-არნოლდმა დაცვაში თამაში უნდა ისწავლოს”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, დომინიკ მატეომ, პრესასთან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინგლისელმა მცველმა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს

იტალიის თასზე “რომასა” და “სპეციას” შორის გამართულ მატჩში დედაქალაქურ გუნდს ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს. “მგლებმა” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანე: “თავში პატარა გვარდიოლა მყავდა და ყველაფერს მკარნახობდა”

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა გარემარბმა, ლეროი სანემ, პრესასთან საუბრისას გვარდიოლასთან თანამშრომლობის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რ...
წაკითხვა