ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტური: პრევიუ
დღეს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტური. Fanebi.Com-ი გთავაზობთ პრევიუს.
გორის “დილა” – თბილისის “ლოკომოტივი”
დასაწყისი: 27 ივნისი, 20:00
გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” “დილა” “ლოკომოტივს დაუპირისპირდება. მასპინძლებს ბოლო ოთხი შეხვედრიდან არცერთი არ წაუგიათ, ორი მოიგეს და ორიც ფრედ დაასრულეს. ამაჟამად ისინი 31 ქულით მესამე ადგილზე არიან. რაც შეეხება “ლოკოს”, მან ბოლო ტურში “კოლხეთი” დაამარცხა და ის 18 ქულით მეექვსე საფეხურზეა.
თბილისის “საბურთალო” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 28 ივნისი, 20:00
მომდევნო სათამაშო დღეს, “მიხეილ მესხი 2”-ზე “საბურთალო” “ჩიხურას” შეერკინება. დედაქლაქელები შესანიშნავ ფორმაში არიან. მეთექვსმეტე ტურში მათ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, “ტორპედოს” სძლიეს და ახლა 37 ქულით ლიდერობენ გათამაშებას. “ჩიხურამ” კი, 28 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზეა.
ბოლნისის “სიონი” – ქუთაისის “ტორპედო”
დასაწყისი: 29 ივნისი, 17:30
“მიხეილ მესხი 2”-ზე ზეგაც შედგება ერთი შეხვედრა: “სიონი” “ტორპედოს” მიიღებს. ბოლნისლებმა ბოლოს მეორე ადგილზე მყოფ “დინამოსთან” წააგეს და 13 ქულით მეცხრეზე არიან. იმერლების უკანასკნელ მატჩზე უკვე ვთქვით – ეს გუნდი 21 ქულით მეხუთეა.
ფოთის “კოლხეთი” – თბილისის “დინამო”
დასაწყისი: 29 ივნისი, 19:30
ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” “კოლხეთი” “დინამოს” მიიღებს. მეგრელებმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგეს. ისინი 14 ქულით მერვეზე იმყოფებიან. ხოლო, “დინამო” კი, 32-თ მეორეა. ლიდერის გაამრჯვებისა და დედაქალაქელების მიერ, ქულების დაკარგვის შემთხხვევაში, ისინი საგრძნობლად ჩამორჩებიან “საბურთალოს”.
რუსთავის “რუსთავი” – სამტრედიის “სამტრედია”
დასაწყისი: 29 ივნისი, 21:00
დასკვნითი მატჩი ისევ თბილისში, “მიხეილ მესხზე” შედგება. “რუსთაველებმა” წინა სეზონში ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი, დათა სიჭინავა დაიბრუნეს და, შესაბამისად, გაძლიერებული ძალით შეუტევენ იმერლებს. ვარლამ კილასონიას შეგირდები 17 ქულით მეშვიდეზე არიან. ხოლო, “სამტრედია” საშინლად ასპარეზობს: ბოლო სამ შეხვედრაში ერთი ქულაც ვერ აიღო. ეს კლუბი ცხრა ქულით მეათე პოზიციას იკავებს.