ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესონი დასახელდნენ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.
ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ “დინამო თბილისის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დასახელდა. ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი “საბურთალოს” დამრიგებელი ლაშა ჭაღიაშვილი გახდა. მისი თავკაცობით გუნდმა მეორე წრეში შვიდი შეხვედრა მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა, ერთი მატჩი კი მარცხით დაასრულა.
გარდა ამისა, დაკომპლექტდა ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური გუნდიც.
გამოვლინდნენ საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელიცა და მწვრთნელიც. საუკეთესო მოთამაშედ “დინამო ბათუმის” შემტევი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა. ეროვნულილიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად “დინამო ბათუმის” თავკაცი გია გეგუჩაძე დასახელდა. შეგახსენებთ, რომ მეორე წრეში “დინამო ბათუმი” დაუმარცხებელი იყო – 5 მოგება, 4 ფრე.
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება.