ეროვნული ლიგის მეოთხე ტური: პრევიუ
სანაკრებო პაუზის შემდეგ ქვეყნების ჩემპიონტები განახლდება. გამონაკლისი არც ეროვნული ლიგაა, რომელშიც მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ ნახსენები მატჩების პრევიუს.
ქობულეთის “შუქურა” – ფოთის “კოლხეთი”
დასაწყისი: 1 აპრილი, 14:00 საათი
ერთ-ერთი შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შედგება. ერთმანეთს “შუქურა” და “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა წინა მატჩი “ჩიხურასთან” სტუმრად ორბურთიანი სხვაობით წააგო და ახლა ორი ქულით ბოლო ადგილზეა. რაც შეეხება “კოლხეთს”, მეგრელებმა მესამე ტურში ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოსთან” იასპარეზეს და ანგარიშით, 1-2 დამარცხდნენ. გელა სანაიას შეგირდებს სამი ქულა აქვთ და მეშვიდე პოზიციას იკავებენ. ნებისმიერ შემთხევაში, ორივე გუნდი იბრძოლებს მინიმუმ ერთი ქულისთვის და ცხრილში უფრო წინ აწევისთვის.
თბილისის “ლოკომოტივი” – ქუთაისის “ტორპედო”
დასაწყისი: 1 აპრილი, 14:45 საათი
მიხეილ მესხი 2-ზე ადგილობრივი “ლოკომოტივი” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, ორი მატჩი მოიგეს, თუმცა ბოლოს თბილისურ დერბიში “საბურთალოსთან” დამარცხდნენ და ამჟამად ექვსი ქულით მესამე პოზიციაზე არიან. იმერლებმა, როგორც ვთქვით, საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთს” სძლიეს და წელს პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მათ ოთხი ქულა მოუგროვდათ და მეოთხე საფეხურზე არიან. წესით, ორივე კლუბი მოსაგებად იბრძოლებს. მაყურებელმა უშეღავათო და დაძაბული ორთაბრძოლა უნდა იხილოს.
გორის “დილა” – თბილისის “საბურთალო”
დასაწყისი: 1 აპრილი, 16:30 საათი
მორიგი მატჩი, რომელიც შაბათ დღეს გაიმართება, “დილასა” და უკვე ნახსენები “საბურთალოს” დაპირისპირებაა. გორელებმა წინა ტურში დიდი გამოცდა ჩააბარეს. მათ პირველი სამი ქულის აღება სტუმრად დედაქალაქურ “დინამოსთან” მოახერხეს. ებრაელების მფლობელობაში მყოფმა კლუბმა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ოთხი ქულა დაუგროვდა. ქართლელები მეექვსე ადგილს იკავებენ. ხოლო, “საბურთალოს”, “ლოკომოტივის” დამარცხების შემდეგ, ექვსი ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. აქაც წინა ტურში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ფავორიტის გამორჩევა რთულია.
სამტრედიის “სამტრედია” – თბილსის “დინამო”
დასაწყისი: 2 აპრილი, 15:00 საათი
გადავიდეთ კვირას გასამართ შეხვედრებზე. პირველი დაპირისპირება სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ გუნდსა და “დინამოს” შორის გაიმართება. გია ცეცაძის ბიჭებმა წინა მატჩი ბათუმის “დინამოსთან” სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოიგეს. ამჟამად მათ ოთხი ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციაზე არიან. “დინამომ, როგორც უკვე ვთქვით, “დილასთან” საკუთარ მოედანზე წააგო. ეს კლუბის სამი ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რომ საკუთარ მოედანზე ნებისმიერ მატჩში და, შესაბამისად, ამაშიც მოგებსითვის იბრძოლებს, ორი აზრი არაა. ასევე, სამი ქულა იქნება კახა კაჭარავას შეგირდების მიზანიც. მათ პირველი ტურის შემდეგ ერთი ქულაც კი არ მოუპოვებიათ. აქედან გამომდინარე, დაძაბულ შეხვერდას უნდა ველოდოთ.
საჩხერის “ჩიხურა” – ბათუმის “დინამო”
დასაწყისი: 2 აპრილი, 17:30 საათი
მეოთხე ტურის ცენტარული შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძეზე შედგება. პირველადგილოსანი “ჩიხურა” აჭარულ “დინამოს” მიიღებს. საჩხერული კლუბი არის ერთადერთი, რომელსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს. სოსო ფრუიძის კოლექტივმა ორი შეხვედრის მოგება შეძლო და ერთიც ფრედ დაასრულა. “დინამო” ერთი მოგებითა და ორი წაგებით მერვე პოზიციაზეა. იმერლები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი სამი ქულისთვის იბრძოლებენ. “დინამოს” კი შედარებით მაღალ საფეხურზე აწევა სურს.