ეროვნული ლიგის მესამე ტური: პრევიუ

თარიღი: მარტი 15, 2018

16 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.

თბილისის “დინამო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 16 მარტი, 17:00

“დინამო არენაზე” ერთმანეთს ადგილობირივი “დინამო” და “სამტრედია” დაუპირისპირდებიან. დედაქალაქელებმა პირველ ტურში წაგების შემდეგ, “ლოკომოტივი” ანგარიშით, 4-1 დაამარცხეს. ისინი სამი ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლებმა “მიხეილ მესხზე” “სიონთან” მოულოდნელად წააგეს და ახლა ასევე სამი ქულით, მეშვიდე ადგილს იკავებენ. ორივე გუნდს სჭირდება ქულები და წინ სვლა, შესაბამისად, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 16 მარტი, 19:00

“დავით აბაშიძეზე” ადგილობრივი “ტორპედო” დედაქალაქურ “ლოკომოტივს” მიიღებს. მოქმედი ჩემპიონები დამაჯერებლად ვერ თამაშობენ. მათ პირველ ტურში ამავე სტადიონზე გორის “დილასთან” იწვნიეს მარცხი. შემდეგ კი, “რუსთავს” ერთადერთი გოლით მოუგეს, რომელიც რუსთაველთა მეკარის შეცდომას მოჰყვა. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, ამ გუნდმა ორივე მატჩი წააგო და ახლა ნული ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.

საჩხერის “ჩიხურა” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: 17 მარტი, 15:00

“დავით პეტრიაშვილი არენაზე” “ჩიხურა” “რუსთავს” დაუპირისპირდება. მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარაზე შესუსტებისა, იმერლებმა პირველ ტურში ჯერ ფოთის “კოლხეთს” 6-1 მოუგეს, შემდეგ, “დილასთან” ფრე, 1-1 გააგორეს. ამჟამად ისინი ოთხი ქულით მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ “საბურთალოს” ჩამორჩებიან. “რუსთავი” პირველ ტურში გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა, როგორც ვთქვით, შემდეგ ვერცერთი ქულა ვერ აიღო. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება იმერლების სვლა და მოახერხებს თუ არა “რუსთავი” მორიგი გამარჯვების მოპოვებას.

ბოლნისის “სიონი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 18 მარტი, 14:00

“მიხეილ მესხი 2”-ზე “სიონი” “კოლხეთს” შეხვდება. ახალგადმოსულმა გუნდმა პირველ ტურში მარცხი იწვნია, თუმცა შემდეგ სამი ქულა მოიპოვა. რაც შეეხება მეგრელებს, ეს კლუბი საშინლად გამოიყურება. მათ ორი შეხვედრა წააგეს (1:6, 1:4), რის შემდგაც მთავარი მწვრთნელი დაითხოვეს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ქულის მოპოვებას მაინც ფოთური გუნდი ახალ მატჩში.

თბილისის “საბურთალო” – გორის “დილა”

დასაწყისი: 19 მარტი, 16:00

ბოლო შეხვედრა უკვე “მიხეილ მესხზე” შედგება. “საბურთალო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ორივე თამაშის მოგება მოახერხა. შესაბამსიად, ის ერთპიროვნული ლიდერია. “დილა” პირველ ტურში სენსაციური მოგებისა და “ჩიხურასთან” ფრის შემდეგ, ახლა ოთხი ქულით მესამეზეა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “საბურთალო” “დილაზე” გამარჯვებას და ლიდერობის შენარჩუნებას.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვან დერ ვარტი კრაუჩს: “შენთან ერთად ლუდს მივირთმევდი, მაგრამ რონალდუ გაბრაზებული იყო

ვეტერანმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა ყოფილ თანაგუნდელ პიტერ კრაუჩს ინტერვიუ მისცა. ვან დერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცილისწამება? გონსალო იგუაინს ჭარბწონიანობის გამო დასცინიან

დიბალასა და რონალდუს გვერდზე ყოფნა, რა თქმა უნდა, ყევლასათვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. თუმცა, მათ ფონზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოკე: “თუ ჩემპიონთა ლიგა არ განახლდება, ჩემპიონად “ატლეტიკო” უნდა გამოცხ

მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანი კოკე მიიჩნევს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება არ განახლდება, ტურნირის გამარჯვებულად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამონარიდი მოდრიჩის წიგნიდან: “მოურინიომ რონალდუ ტირილის პირას მიიყვანა”

იტალიურმა გამოცემა “კორიერე დელო სპორტმა” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის ავტობიოგრაფიული წიგნიდან – “...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო კარლოსი: “ხამესი ფენომენალური ფეხბურთელია”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რობერტო კარლოსმა, ხამეს როდრიგესის შესახებ ისაუბრა. “ხამესი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კროოსი: “არ ვიცი, ვურჩევდი თუ არა მოქმედ ფეხბურთელს იმის აღიარებას, რომ გეია”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა სექსუალურ უმცირესობაზე კომენტარი გააკეთა. გერმანელი ამბობს, რომ მოქმედი ფეხბურთელის მიერ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსაჯმა ფეხბურთელს წითელ ბარათთან ერთად შუა თითიც უჩვენა (ვიდეო)

ევროპული ფეხბურთი მაყურებელს ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნდება. ლატვიაში კლუბებმა უკვე დაიწყეს ამხანაგური მატჩების გამართვა. “რიგამ” თავისივე აკადემიი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” მესის ტრავმას ადასტურებს

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მესის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირე პრობლემე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კალაბრია: “ზლატანი გასახდელში ბევრს ხუმრობს და გვამხიარულებს”

“მილანის” მარჯვენა მცველმა, დავიდე კალაბრიამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა. 23 წლის იტალიელი ამბობს, რომ გამოცდილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება საჩხერეში? – 1 “ტორპედოში” – 1 “საბურთალოში”

საჩხერის “ჩიხურა” ბოლო 2 დღის განმავლობაში ორმა ფეხბურთელმა, ოლეგ მამასახლისმა და ლევან ნონიკაშვილმა დატოვა. მამასახლისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბენფიკას” ფანები საკუთარი გუნდის ავტობუსს თავს დაესხნენ – ორი მოთამაშე

4 ივნისს, პორტუგალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში “ბენფიკა” საკუთარ მოედანზე “ტონდელას” დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვირკველიას სხვა კლუბებისგან შემოთავაზება არ აქვს

მოსკოვის “ლოკომოტივს” ქართველი ცენტრალური მცველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, სოლომონ კვირკველიასაც დარჩენა უნდა. Sport 24-ის ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” ფეხბურთელები ივნისში ხელფასს 100%-ით აიღებენ

საქართველოს სუპერთასის მფლობელი “საბურთალო” ფეხბურთელებს ივნისიდან ხელფასებს 100%-ით გადაუხდის. ხელმძღვანელობასთან შეთანხმების თანახმად, ფ...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს Instagram-ით ყველაზე მეტი თანხა გამოი

დასახელდა ის ათი სპორტსმენი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალური ქსელის, Instagram-ის საშუალებით ყველაზე მეტი თანხა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიმო ვერნერი “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოსაა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ლაიფციგის” თავდამსხმელი ტიმო ვერნერი ლონდონის “ჩელსიში” გადა...
წაკითხვა