ეროვნული ლიგის პირველი გოლით როლოვიჩმა “საბურთალოს” ბათუმთან მოაგებინა
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დღეს ჩემპიონისა და ლიგა 2-ის ჩემპიონის დაპირისპირებით გაიხსნა. თბილისის “საბურთალომ” მიხეილ მესხის სტადიონზე ბათუმის “დინამო” მიიღო და ოგნიენ როლოვოჩის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მეორე ტაიმის ბოლომდე სახიფათო მომენტების ნაკლებობა იყო. მე-80 წუთზე გეგა დიასამიძე კარგად გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, ბათუმელ მცველს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა, დარტყმა ალავიძემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე შეცვლა შემოსულმა როლოვიჩმა შეაგდო. მონტენეგროელმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონის, “საბურთალოსა” და პირადად მისთვის პირველი გოლი შეაგდო “საბურთალოს” რიგებში.
ხვალ “ლოკომოტივი” და “რუსთავი”, “ტორპედო” და “სიონი” ითამაშებენ.
საბურთალო 1-0 დინამო ბათუმი
გოლი: როლოვიჩი 80
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე (მალი 64) – ცნობილაძე, დიასამიძე, ალთუნაშვილი – გვარაძე, გოშთელიანი (როლოვიჩი 58), შინდაგორიძე (გი 73)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დინამო ბ: ალავიძე – მელიავა, გადრანი, ფაცაცია, ჩალაძე – ტეიდი (ილურიძე 61), მამუჩაშვილი, მანჯგალაძე – თევდორაძე (ცაცკრიალაშვილი 73), საბანაძე, რამოსი (ჭანტურია 85)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე