ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ათეული – ვინ არის პირველ ადგილზე?
ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ თბილისის “დინამოს” ცენტრალური ნახევარმცველი, ბაქარ ქარდავა გახლდათ. ქარდავას ტრავმის შემდეგ გამოტოვებული დროიდან და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად უჩვეულო გახლდათ და დღეს Transfermarkt-ზე ლიდერთა სია შეცვლილია, ხოლო, ქარდავა მე-8 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) და ლეანდრო რიბეირო (დილა) დღეს ყველაზე ძვირად ღირებულთა სიას ლიდერობენ. ორივე მათგანი 600 ათასი ევრო ღირს და სწორედ ეს ფეხბურთელები წარმოადგენენ ლეგიონერთა მთავარ ძალას ლიგაში. მათ შემდეგ, მცველები, ლევან ხარაბაძე (550), გიორგი ქიმაძე და ლუკა ლოჩოშვილი მოდიან. “ჩიხურას” 20 წლის შემტევი ირაკლი ბუღრიძე კი 450 ათას ევროდ შეაფასეს.
საინტერესოა, რომ “რუსთავის” 17 წლის თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია თითქმის ნახევარი მილიონი ღირს.
ტოპ 10 ასე გამოიყურება: