ეროვნული ლიგის რეკორდსმენი “სამგურალში” ითამაშებს

თარიღი: იანვარი 21, 2020

ეროვნული ლიგის რეკორდსმენი ლუკა რაზმაძე კარიერას წყალტუბოს “სამგურალში” გააგრძელებს.

ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა. გასულ სეზონში გორის “დილას” კაპიტანი გახლდათ.

ლუკას 453 მატჩში მიუღია მონაწილეობა საქართველოს მთავარ ლიგაში, თუმცა 38 წლის ალექსანდრე კოშკაძე მასთან ახლოს ფიგურირებს და “თელავთან” ერთად ელიგაში ითამაშებს.

რაზმაძის გარდა “სამგურალმა” პაპუნა ფონიავა, ბაქარ ლაღაძე, ბექა ქურდაძე, ლევან ქურდაძე, დემურ ჩიხლაძე, უშანგი ბანძელაძე და ომარ პატარკაციშვილი დაიმატა. წყალტუბოელები ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები არიან.

 

მსგავსი სიახლეები