ეროვნული ლიგის საერთო ღირებულება 5 მილიონით გაიზარდა
ეროვნული ლიგის საერთო ღირებულება გასულ სეზონთან შედარებით დაახლოებით 5 მილიონით გაიზარდა.
განსაკუთრებით გაიზარდა ბათუმის “დინამოს” ღირებულება – ჯოვინოს, ალავიძესა და რამოსის ფასები 1.5-ჯერ გაიზარდა.
საუკეთესო სეზონს ატარებენ ხოსე პერალესი (250 000) და აბდილ მეჯუბი (300 000) თბილისის “დინამოში” და ეს მათ სატრანსფერო ღირებულებზეც აისახა. ლევან შენგელია ნახევარ მილიონად ფასობს.
ქუთაისის “ტორპედოს” ბრაზილიელ ლეგიონერ რიჩარდ ლუკას კარიერაში პირველად გერმანულ Tranfermartk-ზე სატრანსფერო ფასი მიეწერა – 250 ათასი ევრო. გაძვირდა ნოდარ ქავთარაძეც – 450 000 ევრო.
თბილისის “საბურთალოს” ლეგიონერი, ვაგნერ გონსალვეში 250 ათასი ევროთი გაიაფდა, მაგრამ ერთბაშად 5-ჯერ მეტად ფასობს გიორგი კოხრეიძე – ნახევარი მილიონი.
საერთო ჯამში, გასულ სეზონში 10-ვე გუნდი 33 მილიონ ევროდ იყო შეფასებული და დღეს ეს რიცხვი 38 მილიონს აღწევს.