ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უზბეკეთში ითამაშებს
თბილისის “დინამოს” 28 წლის თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი კარიერას უზბეკურ “ნავბაჰორ ნამანგანში” გააგრძელებს. ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი მალე გაფორმდება.
მარუშიჩი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ლეგიონერი გახდა. სერბმა 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.
იყო გარკვეული იმედი, რომ მარუშიჩი “დინამოში” დარჩებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, უზბეკებმა ფეხბურთელს მეტი თანხა შესთავაზეს.
“ნავბაჰორმა” 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. გუნდში ქართველი ელგუჯა გრიგალაშვილიც თამაშობს.
Navbahor Namangan have agreed a deal to sign Zoran Marušić from Georgian side Dynamo Tbilisi. The Serbian scored 16goals last season and previously played for Neman Grodno in Belarus.
— Conor (@UzbekfootballUK) January 19, 2022