WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (376910) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ეროვნული ლიგის ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ვაისმა აუცილებლად უნდა გამოიძახოს

თარიღი: ნოემბერი 15, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ანდორასთან და ყაზახეთთან კვლავ არ მისცა შანსი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულ ლიგაში თამაშობენ და დღეს საქართველოს ჩემპიონატის წამყვან მოთამაშეებად ითვლებიან. ვაისი ჯიუტად არ იძახებს საუკეთესო ბომბარდირებს და მცველებს, რომლებიც დღეს ნაკრების პრობლემატურ პოზიციებზე თამაშობენ და ნამდვილად შეუძლიათ, გუნდს მხოლოდ პოზიტივი მოუტანონ მათი დამატებით. წარმოგიდგენთ ეროვნული ლიგის ტოპ 5 ფეხბურთელს, რომლებიც ვაისმა აუცილებლად უნდა გამოიძახოს.

5. ირაკლი ბუღრიძე (საჩხერის “ჩიხურა) – 8 გოლი და 6 საგოლე პასი

საჩხერის “ჩიხურას” 20 წლის ლიდერი, მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი, ირაკლი ბუღრიძე ის ბიჭია, რომელიც ეროვნული ლიგის ნებისმიერი დაცვისთვის ყოველთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს. განსაკუთრებით რთული მასთან ახლო მანძილზე თამაშია, რადგან ბუღრი ძალზე სწრაფი და ალბათ, ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა. სოსო ფრუიძე მას ენდო, ირაკლიმ გაამართლა, ფრუიძემ იცის, ცეცაძემაც იცის, ვაისმა?

4. მათე ცინცაძე (ქუთაისის “ტორპედო”) – 3 გოლი და 3 საგოლე პასი

ქუთაისის “ტორპედომ” ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ 16 მატჩი დაუმარცხებლად განვლო და თუ გუნდს პირველ 2 წრეში ეს გუნდი და მათე ცინცაძე ეყოლებოდა, ქუთათურები ტიტულის დაცვას, დიდი ალბათობით, შეძლებდნენ. ამ კლუბის საყრდენი ძალა, ხერხემალი, ბურთის გამანაწილებელი და შემტევების დამწყები ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი მათე ცინცაძეა. მათეს პოლონეთში გადასვლის შემდეგ გარკვეული რეგრესი ჰქონდა, თუმცა “ტორპედოში”, კახა ჩხეტიანმა ნამდვილად შეძლო მისი გახსნა და იმ ბიჭის დაბრუნება, რომლის წარმატების იმედი ჰქონდათ და დღესაც აქვთ. 23 წლის მათეს ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული და იდეალურად მოერგებოდა იმ სტილს, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდი მისდევს.

3. გიორგი ქიმაძე – (ქუთაისის “ტორპედო”) – 6 გოლი და 1 საგოლე პასი

ვინ არის გიორგი ქიმაძე ან რა პოზიციაზე თამაშობს ის? ქიმაძე “ტორპედოში” ისე შეუმჩნევლად გამოჩნდა და ისე შეუმჩნევლად ჩამოყალიბდა გუნდის ლიდერად, ბევრს და ნაკრების მესვეურებსაც ნამდვილად გამორჩა. ქიმაძე უნივერსალია – ჩხეტიანმა ის შემტევ ნახევარმცველადაც აქცია, მაგრამ მარცხენა მცველის ადგილზე ის დღეს ცალსახად უკონკურენტოა. ვაისი გამუდმებით მხოლოდ 1 ცაციას იძახებს და სხვას შანსს არასდროს არ აძლევს. ვაისს არ უყვარს ცვლილებების გაკეთება, სადღაც, მე-80 წუთამდე.

2. თორნიკე კაპანაძე – (ქუთაისის “ტორპედო”) – 13 გოლი და 2 საგოლე პასი

რა არის “ელვა”? შეგიძლიათ მსგავსი სტატია და ინფორმაცია გაიგოთ, ნახოთ, როგორც ქართულად, ისე რუსულად, ისე სლოვაკურად, მაგრამ ვერსად ნახავთ, იმას თუ ვინ არის “ელვა” თუ ქართულ ეროვნულ ლიგას არ უყურებ – ეს კაცი თორნიკე კაპანაძეა, რომელსაც უყვარს ხოლმე შემოდგომისას აფეთქება და უფრო ხშირად, მეტოქე გუნდების კარის განმუხტვა მწვანე საფარზე. კაპანაძე “ტორპედოს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, სეზონის დასაწყისში დამუტხვა სჭირდებოდა და მას შემდეგ, რაც შანსი მიეცა, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. 1.68 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე ფეხბურთელი თავზე მასზე 2 თავით მაღალ მცველებს უგებს და ესაც მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა. საუკეთესო გამოვარდნილ ბურთზე და დასწრებაზე…

1. გიორგი გაბედავა – (საჩხერის “ჩიხურა”) – 20 გოლი და 4 საგოლე პასი

20 თვე – 0 გოლი, საკლუბო დონეზე რამდენიმე წუთი და ვაისის კრიტიკა, ძირითადი თავდამსხმელი 1 წელიწადში რამდენიმე ტრავმით – საქართველოს ნაკრების წინა ხაზს სწორედ ამ სტატისტიკის მქონე ფორვარდები ავსებენ. არავინ არ საუბრობს, რომ ისინი ნაკლებად ნიჭიერნი ან ნაკლებად ღირსეულნი არიან, მაგრამ ასევე, არავინ საუბრობს, ნუ, ნაკრებში მაინც (წინააღმდეგ შემთხვევაში, გაბე ერთხელ მაინც მოხვდებოდა ამ კრიზისის ჟამს გაფართოებულ განაცხადში მაინც – რედ.) ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირზე. წინა ტურში გაბემ თბილისის “დინამოს”, თუ “დინამო არენას” დიქტორის ხმის ინტონაციით ვიტყვით, ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის კარში ჰეთრიკი შეასრულა. თუ ჩვენი თავდამსხმელების გოლების რაოდენობას გადავხედავთ, გაბედავამ მასზე მეტი 1 დაუსრულებულ სეზონში შეაგდო და გულშემატკივარს აინტერესებს, რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა უფრო მეტი, რომ ნაკრების მესვეურთა ყურადღება დაიმსახუროს? ეს კითხვა შეგვიძლია სლოვაკურ “რა? სად? როდის”-ში გავუშვათ და 6 მოაზროვნე, დარწმუნებული ვარ, დარბაზის დახმარებითაც პასუხს ვერ გასცემს, რადგან პასუხი არ არსებობს.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლევან კობიაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ეროვნული ლიგის პოპულარიზაციასა და ამ გზაზე მხოლოდ პოზიტიური შედეგები გვაქვს, კარგად იცის თუ რა არის ნაკრებში არ გამოძახება გარკვეული ნიშნის, ზუსტად, რომ დისკრიმინაციის გამო. თუ პრობლემები გვაქვს და გვაქვს გამოსავალიც ამ ფეხბურთელების სახით, რატომ ცდილობს ვაისი მე-80 წუთზეც არ გააკეთოს ცვლილება? ჩემი მხრიდან ვეტყვი, რომ ეროვნული ლიგის თამაშები მსოფლიოში საკმაოდ ცნობილ ვიდეო პორტალ Youtub-ზეც გადის ხოლმე ლაივ სტრიმების მეშვეობით. მართალია, ჯერჯერობით კომენტარით თავს ვერ მოვიწონებთ, მაგრამ ვაისს კომფორტულად შეუძლია მატჩების ყურება და დაკვირვება. აკრიფოს Erovnuliliga.ge, თუმცა არა, როგორ შეგვიძლია მას რამე მივუთითო, ნაკრებმა ხომ პირველად მოიგო…

შენიშვნა: სტატია არ გამოხატავს გამოცემის პოზიციას.



მსგავსი სიახლეები