ეროვნული ნაკრები ავსტრიასთან სახეცვლილი შემადგენლობით იასპარეზებს
სულ მალე სტარტს აიღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან 5 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე იასპარეზებს.
საგულისხმოა, რომ ზემოთ ნახსენებ მატჩში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. უპირველეს ყოვლისა, კოლექტივს ახალი წევრი ჰყავს – საქმე ეხება ოდესის “ჩერნომორეცის” ფეხბურთელს, 23 წლის მცველ დავით ხოჭოლავას. გარდა ამისა, ვენის “რაპიდის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამოტოვებს. იგი კლუბთან ერთად ვენაშია, თუმცა სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.
ვაისის მიერ შედგენილი გაფართოებული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.