ეროვნული ნაკრები იორდანიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის ემზადება (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 25, 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაიში წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინა ბოლო ვარჯიში, ჩვენმა გუნდმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფეხბურთის ასოციაციის სტადიონზე ჩაატარა,რომელიც ხვალ შეხვედრის მასპინძელი იქნება. ფეხბურთელებმა, რომლებიც უზბეკეთთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ, საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპი აღდგენით ვარჯიშებს დაუთმეს. მოგვიანებით, შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე სრულად დაიტვირთა. ჩვენი გუნდის ბოლო ვარჯიში დუბაიში ერთ საათს გაგრძელდა. უზბეკეთთან შეხვედრაში (2:2) ერთერთი აქტიური მოთამაშე გიორგი რეხვიაშვილი იყო, რომელსაც სანაკრებო შეკრებაზე ვარჯიშის შანსი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიეცა:

“მოხარული ვარ,რომ ისევ მომეცა შანსი ნაკრებში მეთამაშა. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ძლიერი მეტოქე იყო. ამ გუნდმა პირველი შეხვედრა ჩაატარა, შეთამაშებულებიც კი არ ვიყავით. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია. ხვალ ერთხელ კიდევ შევეცდებით რომ გამოვავლინოთ ის ძალა, რაც ამ ნაკრებს შესწევს”.

“მოხარული ვარ, რომ გამომიძახეს ნაკრებში. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ გუნდში თამაში. შეხვედრას რაც შეეხება, თავიდან რთულად დავიწყეთ, მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში. ვფიქრობ, შეგვეძლო მოგება. შეკრება ნაყოფიერი გამოვიდა, ფეხბურთელებმა გამოავლინეს საკუთარი თავი და ვფიქრობ, იორდანიასთან უფრო კარგად ვითამაშებთ”,  – განაცხადა ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა ლაშა შერგელაშვილმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი) ლაშა პარუნაშვილი („დინამო“,თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)

იორდანიისა და საქართველოს ამხანაგური მატჩი, 25 იანვარს, 17 საათზე, დუბაის Theyab Awana Stadium-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ქვემო ქართლელები წინ მიიწევენ

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის საწყისი მატჩები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. “რუსთავმა” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო და 2-1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალმა” გასვლაზე ფრანკფურტის “აინტრახტი” გაანადგურა (ვიდეო)

19 სექტემბერს ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტი. ტურის ცენტრალურ შეხვედრას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. სამხრეთ კორეასთან და დანიასთან დასრულებული 2 ყაიმის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე “დინამოს” ფეხბურთელია

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე თბილისის “დინამოს” შეუერთდა. მჭედლოს საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს საგოლე მომენტი 94-ე წუთზე (ვიდეო)

18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა და ფრედ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი მეორე სათამაშო დღე გაიმართა. A ჯგუფი “ბრიუგე” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლოზ საბანაძეს მძიმე ტრავმა აქვს

ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი, ნიკოლოზ საბანაძე ტრავმირებულია და უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს. საბანაძეს ხერხემლის მალთაშუა თიაქ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა ტომას მიულერმა “ცრვენა ზვეზდას” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL! #Bayern 3-0 RedStarBelgrade (#Muller ) #UCL pic.twitter.com/7n8lK6Fy2i — Rodgerthis (@TumoRodgers) September 18, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენმა” შინ მადრიდის “რეალი” გაანადგურა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “პარი სენ-ჟერმენმა”, რომელიც ლიდერების გარეშე იყო დარჩენილი, მადრიდის “რეალის” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუან კუადრადოს ულამაზესი გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო JUAN CUADRADO JUST SCORED THIS GOAL FOR JUVENTUS AGAINST ATLETICO MADRID. WOW!!! 🔥🔥🔥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლი სექსზე უკეთესი არ არის”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ ITV-ის ჟურნალისტ პირს მორგანთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კარიერულ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: დავიდ ნერესი და დუშან ტადიჩი გოლის აღნიშვნისას (ვიდეო)

17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “აიაქსი” საკუთარ მოედანზე “ლილს” დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძე საქართველოში ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ქართველი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. მჭედლიძე 11 [&h...
წაკითხვა