ეროვნული ნაკრები მზადაა და პორტუგალიას პოდჩეტრტეკში ელის (ვიდეო)

თარიღი: აგვისტო 2, 2016

დღეს, 18:00 საათზე, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. ორივე ნაკრები საწვრთნელ შეკრებას სლოვენიაში გადის, თუმცა ნომინალურ მასპინძლად საქართველო ითვლება, რადგან მატჩი იმ დარბაზში გაიმართება, სადაც ილიას ზუროსის გუნდი 16 ივლისიდან ემზადება.

პორტუგალიის ნაკრები შეკრებას ლაშკოში გადის, რომელიც ქართველების ბანაკ პოდჩეტრტეკიდან ავტობუსით 1 საათის სავალზეა. ქართველები პოდჩეტრკეტში მიჯრით მეოთხე ზაფხულია, იკრიბებიან და შეიძლება ითქვას, „ტერმე ოლიმიას“ კომპლექსი მათთვის მშობლიურივითაა.

პორტუგალიასთან მატჩი იქნება ევროშესარჩევ ტურნირამდე დაგეგმილი 10 მოსამზადებელი შეხვედრიდან პირველი. შესაბამისად, მის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ექნება და წინა პლანზე წამოწეული მთავარი მწვრთნელის დებიუტი, გუნდთან მორგება და იმ ტაქტიკა-კომბინაციების სწორად შესრულება იქნება, რაზეც ილიას ზუროსი ჩვენს ნაკრებს 2 კვირაზე მეტია, ავარჯიშებს.

მატჩს სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება და იწარმოებს სტატისტიკა. შეხვედრა დახურული ხასიათისაა, ორივე ნაკრებისთვის პირველია მიმდინარე ციკლში და სწორედ ამ მიზეზთა გამო მისი ვიდეო-ტრანსლაცია არ განხორციელდება. საქართველოს ნაკრები შეკრებაზე 14 კალათბურთელით იმყოფება და პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში ყველა მათგანი იქნება, ხოლო მოედანზე ვინ გავა, ამას ქართველების ბერძენი მწვრთნელი გადაწყვეტს.

ილიას ზუროსმა ნაკრები მატჩის წინა დღეს, ძირითადად კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა. სრულ მზადყოფნაშია თორნიკე შენგელია, რომელსაც რამდენიმე დღე სხვადასხვა მიზეზის გამო გაუცდა. უმშნიშვნელო ტრავმები ზოგიერთ მოთამაშეს აწუხებს, მაგრამ ნაკრების ექიმთა შტაბის წარმომადგენელ ზაქრო ჯვარიძის განცხადებით, მდგომარეობა კონტროლქვეშაა.

2 აგვისტოს ნაკრებს ვარჯიში არ აქვს. ილია ზუროსი ვიდეო-მიმოხილვით შემოიფარგლება და 18:00 საათზე მიმდინარე ციკლის პირველ მოსამზადებელ მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.

გთავაზობთ 1 აგვისტოს საღამოს ვარჯიშის ჰაილაითებსა და ჩვენი ნაკრების წევრების კომენტარებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

სამქულიანების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დევის ბერტანსმა, დევინ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჩატენვების კონკურსი | All Star 2020 (ვიდეო)

16 თებერვალს, NBA All Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აარონ გორდონმა, დერიკ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების კანდიდატები და ახალი ასისტენტები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა (ფოტო, ვიდეო

“ბასკონიას” კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ლიგა ენდესას წლის საუკეთესო მოთა...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ პირველი ადამიანი გახდა, რომლის გამომწერთა რაოდენობამ სოციალურ ქსელ Instagram-ში 200 [&...
წაკითხვა
კალათბურთი

ემოციური კადრები – “მილანმა” “ტორინოსთან” მატჩის წინ კობი ბრ

იტალიის თასის მეოთხედფინალში “მილანი” “სან სიროზე” “ტორინოს” უპირისპირდება. მატჩის დაწყების წინ, სტადიონზე შეკრები...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტიმბერვულვზის” უიგინსმა კობის ხსოვნას პატივი განსაკუთრებულად მიაგო (ვიდეო)

კობი ბრაიანტის, ჯანა ბრაიანტისა და კიდევ შვიდი მგზავრის ტრაგიკულ ავიაკატასტროფაში დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგაც კალათბურთელები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანტეტოკუნმპო: “კობი არის მიზეზი, რის გამოც კალათბურთს ვთამაშობ”

“მილოუკ ბაკსის” ბერძენმა სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ, რომელსაც საკმაოდ ახლო ურთიერტობა ჰქონდა ავიაკატასტროფაში დაღუპულ კობი ბრაი...
წაკითხვა
კალათბურთი

ემოიცური კადრი “მამბას აკადემიიდან” (ფოტო)

კობი ბრაიანტს ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. მათ შორის იყო თავისი ქალიშვილის გუნდის მომზადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

Black Mamba – ალტერ ეგო, რომელიც კობი ბრაიანტმა თავის გადასარჩენად შექმნა

მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის, ტრაგიკულ გარდაცვალებას გლოვობს. კვირა საღამოს გავრცელებულმა ინფორმაციამ მთელი სამყარო შეძრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ფანების პეტიცია – გამოსახეთ კობი ბრაიანტი NBA-ს ლოგოზე (ფოტო)

სპორტული სამყარო ჯერ კიდევ ვერ ეგუება კობი ბრაიანტის წასვლას – Mamba Out!. ფანები ნაციონალურ საკალათბურთო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დირკ ნოვიცკი: “ძალიან მძიმე დარტყმა მივიღე, კობი ჩემი ინსპირაციის წყარო იყო”

კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას “დალას მავერიკსის” გერმანელი ლეგენდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ ჯორდანი: “კობი ძალიან მიყვარდა, სიტყვები ვერ აღწერენ ამ ტკივილს”

“ჩიკაგო ბულსის” ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი, მსოფლიო კალათბურთის სახის, კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება. კობის...
წაკითხვა
კალათბურთი

კობისთვის – როგორ დაიწყო “რაპტორსი” – “სპურსის” მატჩი

კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ სრულად სპორტული სამყარო შოკში ჩააგდო. ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, […]...
წაკითხვა