ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში

თარიღი: აგვისტო 11, 2016

საქართველოს ეროვნული ნაკრები ეროვბასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ილიას ზუროსის თბილისში 8 აგვისტოს დაბრუნდა და ვარჯიში სპორტის სასახლეში განაგრძო, სადაც თბილისის მერიის ტურნირი და ევროსაკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება. აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ ქალაქ თბილისის მერია.

ეროვნულმა ნაკრებმა 16 ივლისიდან 3 აგვისტომდე საწვრთნელი შეკრება სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაიარა, სადაც ფიზიკურად მოძლიერდა და კომბინაციები დახვეწა. პირველი საკონტროლო მატჩი ქართველებმა სლოვენიაში, პორტუგალიასთან გამართეს, რომელიც 90:71 დაამარცხეს. სლოვენიიდან ილიას ზუროსის გუნდი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ბელარუსთან და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გამართა. მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი, ზაზა ფაჩულია შეუერთდა. ერთადრერთი დანაკლისი, რომელიც ზუროსის გუნდს ჰყავს, მანუჩრ მარკოიშვილია, რომელმაც ტრავმა ბოლომდე ჯერ ვერ მოირჩინა, თუმცა არსებობს მცირე შანსი, რომ ის ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შეუერთდება.

ევროსაკვალიფიკაციო მატჩებისთვის მომზადების კუთხით საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია თბილისის მერიის თასი, რომელიც ტრადიციული საერთაშორისო ტურნირია და წლეულს 12-14 აგვისტოს ჩატარდება. ჩვენს ნაკრებთან ერთად მერიის თასში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებები.

თბილსიის მერიის თასის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია, რომელთა შეძენა შესაძლებელია როგორც სალაროებში, ისე – ონლაინ. ბილეთების გაყიდვას საკუთარ ვებ-გვერდზე უზრუნველყოფს tkt.ge, რომელიც ბილეთების რეალიზაციას ასევე ბათუმსა და თბილისში (სპორტის სასახლე, ივენთ ჰოლი) არსებულ საკუთარ სალაროებშიც ახორციელებს.

10 აგვისტოს საღამოს ვარჯიშის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებს ჟურნალისტები და გულშემატკივრები შეხვდნენ:

ილიას ზუროსი:

– მზადება სლოვენიაში დავიწყეთ, იქვე ჩავატარეთ ერთი საკონტროლო მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ. სლოვენიიდან მოსკოვში გავემგზავრეთ და ორ ამხანაგურ შეხვედრაში კიდევ უკეთ გამოჩნდა ჩვენი მომზადების დონე. დავინახეთ, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო როგორც დაცვის, ასევე შეტევის სრულყოფაზე. ახლა თბილისში ვართ და მზადების ახალ ეტაპს ვიწყებთ. ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და რუსეთთან მატჩები ძალიან გამოგვადგება ოფიციალური შეხვედრების წინ.

ზაზა ფაჩულია:

– თბილისის საერთაშორისო ტურნირს ჩვენთვის სულ სხვა დატვირთვა აქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენი პლუს-მინუსები უნდა დავინახოთ, თბილისში პირველად ვხვდებით ქართველ გულშემატკივარს. საქართველოში მწვრთნელები მყავდა ჩამოყვანილი და ინდივიდუალურად ვემზადებოდი. გუნდთან შესათამაშებლად ვარჯიშებია საჭირო და ვიმედოვნებ, რამდენიმე დღეში სრულყოფილად შევძლებ სისტემის გაცნობასაც, მასთან მორგებასაც. აქამდე ჩატარებული საქართველოს ნაკრების სამივე მატჩი ვნახე. სასიამოვნოა, რომ პორტუგალიასაც და ბელარუსსაც დამაჯერებლად ვაჯობეთ. რუსეთი კი ჩვენზე გამოცდილი გუნდია, თანაბარი ძალის 12 კალათბურთელი ჰყავს…

თორნიკე შენგელია:

– 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ, მაგრამ ყოველდღიურად უკეთესობას ვგრძნობ და გუნდთან ერთად თბილისის ტურნირისთვის აქტიურად ვემზადები. ეს მატჩები ძალიან წაგვადგება, დავინახავთ ჩვენს შეცდომებს, რომელთა აღმოსაფხვრელად დრო კიდევ გვექნება.

გიორგი შერმადინი:

– ძალიან კარგია, რომ თბილისში, ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე მოგვიწევს თამაში. ოფიციალური 3 შეხვედრაც საქართველოში გვაქვს და დარბაზთან შეჩვევა საჭიროა. ამასთან, სასიამოვნოა, რომ დაგვიბრუნდა კაპიტანი ზაზა ფაჩულია. ყველას კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს იგი ჩვენი გუნდისთვის… სიახლეზე მინდა გამცნოთ, დაიწყო ბილეთების ონლაინ გაყიდვები და გულშემატკივრებს შეეძლებათ,როგორც სალაროში, ისე ინტერნეტში ბილეთების შეძენა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტსა და კაირი ირვინგს “ბრუკლინ ნეტსში” ვიხილავთ

გავლენიანი უცხოური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ ინფორმაციას “გოლდენ სტეიტის” ფორვარდის, კევინ დურანტის, “ბრუკლინ ნეტსში” გად...
წაკითხვა
კალათბურთი

NBA-ის სეზონის MVP იანის ანტეტოკუნმპო გახდა! (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ აშშ-ში NBA-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპო NBA-ის რეგულარული [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სახალისო პასუხი ახალ თანაგუნდელს პრესკონფერენციის დროს (ვიდეო)

21 ივნისს, გოგა ბითაძემ “ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ კევინ პრიტჩარდთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოში ბევრი მძიმე პერიოდი გვქონდა

“ინდიანა პეისერსის” ახალწვეულ გოგა ბითაძეს პრესკონფერენციაზე შეკითხვა საქართველოს შესახებ დაუსვეს. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა განაცხადა,...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ დახვდნენ გოგა ბითაძეს “ინდიანა პეისერსში” (ფოტო, ვიდეო)

21 ივნისს გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ჩავიდა. ქართველი ცენტრი “პეისერსის” დარბაზში მივიდა, სადაც მას გუნდის ფანები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

9 წლის გოგა ბითაძის წერილი: “ჩემი დიდი სურვილია, ვითამაშო NBA-ში” (ფოტო)

21 ივნისს, საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 პიკად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია. 19 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ პრიტჩარდი: “ბითაძე ყველაზე ჩამოყალიბებული მოთამაშეა მათ შორის, ვინც დრაფტზე ამ

“ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ბითაძე NBA-ის [&helli...
წაკითხვა