ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ლევან გელაშვილი დაინიშნა

თარიღი: ოქტომბერი 13, 2015

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ამ თანამდებობაზე, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის წინ, ლევან გელაშვილი დაინიშნა. შესარჩევ ტურნირზე, 5-7 ნოემბერს, ნაკრები თელ-ავივში ეთამაშება მასპინძელ ისრაელს, ესტონეთსა და პორტუგალიას. კვალიფიკაციის დასკვნით ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

წინა შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებს ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდნენ და შეჯიბრების შემდეგ საკუთარი ინიციატივით გადადგნენ.

ლევან გელაშვილი 40 წლისაა. ხელბურთს 1986-2007 წლებში თამაშობდა: საქართველოს ჩემპიონატზე – ამირანში, მართვეში, სტუ-შევარდენში, თბილისსა და პეგასში, 1996-97 და 2000-06 წლებში – ბერძნულ კლუბებში, ხოლო ეროვნულ ნაკრებში – 1991 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, იყო ნაკრების კაპიტანიც.

მწვრთნელად უმუშავია ეროვნულ ნაკრებში, 2007 წელს – ასისტენტად, ასევე ახალგაზრდულ და პლაჟის ხელბურთის ნაკრებებში, სახელბურთო კლუბ პეგასში. 2014 წელს წარმატებით გაიარა ევროპის ხელბურთის ფედერაციის უმაღლესი, მასტერ-კოუჩის სამწვრთნელო კურსი.

– ნაკრების კანდიდატთა წრე, რა თქმა უნდა, მონიშნული მაქვს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ მხოლოდ საქართველოს თასის გათამაშების შემდეგ, რომელიც თბილისში გაიმართება 19 ოქტომბრიდან. იქამდე, მიმაჩნია, რომ თვალყური უნდა ვადევნო კლუბების საწვრთნელ პროცესსაც. მაგალითად, 15 ოქტომბერს ქვეყნის ორ მოწინავე კლუბს, ქუთაისსა და სამტრედიას საკონტროლო მატჩი აქვთ და ვაპირებ მის ნახვას. თასის გათამაშების შემდეგ ყველა კანდიდატს შევკრებთ და მათ ოქტომბრის ბოლოსკენ ლეგიონერებიც დაემატებიან. ლეგიონერები ჯერჯერობით ჩვენი მთავარი ძალაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გუნდის თანდათანობითი გაახალგაზრდავება აქედანვე უნდა დავიწყოთ, თუ საქმეს პერსპექტივით შევხედავთ, – განაცხადა გელაშვილმა.

ისრაელის შესარჩევ ტურნირზე გელაშვილის თანაშემწე იქნება გიორგი გვაზავა, რომელიც გოგონათა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს, წინა შესარჩევ ციკლში კი ჯერაც ეროვნული ნაკრების მოთამაშე იყო.

რაც შეეხება კვალიფიკაციას, ჩვეულებრივ შეჯიბრება ორ წრედ, მიმოსვლით იმართება ხოლმე, მაგრამ თუ ოთხი მინაწილიდან სამი ფედერაცია ერთ წრედ, ერთ ქალაქში თამაშზე შეთანხმდება, მაშინ ფორმატი შეცვლა შესაძლებელია.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მეტოქეთა სურვილს წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგანაც შეჯიბრების საქართველოში ჩატარება სურდა, მაგრამ წილისყრამ მასპინძლობის უფლება ისრაელის ფედერაციას არგუნა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 2017 წლის იანვარში გაიმართება საფრანგეთში. კვალიფიკაციის ევროპული ნაწილის პირველ ეტაპზე მონაწილეობს 6 ჯგუფად დაყოფილი 26 ნაკრები – ყველა იმ ქვეყნის ეროვნული გუნდი, ვინც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ თამაშობს. ევრო-2016 დან მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გავა 3 გუნდი (პლუს საფრანგეთი, როგორც მასპინძელი), დანარჩენი 12 ქვეყანა კი დაემატება საკვალიფიკაციო ჯგუფების 6 გამარჯვებულს. შეიქმნება 9 წყვილი, რომლის გამარჯვებულები ასევე მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

ევროპის კვალიფიკაცია, პირველი ეტაპი

პლეიოფში გადის თითო გამარჯვებული

1 ჯგუფი: ბოსნია, ლიტვა, სლოვაკეთი, კოსოვო

2 ჯგუფი: ავსტრია, ფინეთი, რუმინეთი, იტალია

3 ჯგუფი: ლატვია, უკრაინა, საბერძნეთი, კვიპროსი

5 ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, ბელგია

6 ჯგუფი: ჰოლანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო (თელ ავივში)

5 ნოემბერი: პორტუგალია-ესტონეთი, ისრაელი-საქართველო

6 ნოემბერი: ესტონეთი-ისრაელი, საქართველო-პორტუგალია

7 ნოემბერი: ესტონეთი-საქართველო, პორტუგალია-ისრაელი

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ხაბიბი: “მაკგრეგორი ბებერი მეძავივით იქცევა”

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის შესახებ კომენტარი გააკეთა და მას “ბებერი მეძავი” უწოდა. როგორც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტონი ფერგიუსონი ხაბიბზე: “მას ეშინია და გარბის”

UFC-ის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს მასთან ჩხუბის ეშინია. როგორც იცით, გუშინ დაღესტნელმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბი: “მსოფლიო შოკშია და თქვენ გინდათ, რომ ხაბიბმა იჩხუბოს?”

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ის 18 აპრილს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ არ იჩხუბებს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფერგიუსონი ხაბიბს: “18 აპრილი ახლოვდება და შენ რუსეთში იმალები”

UFC-ის ვარსკვლავმა, ტონი ფერგიუსონმა ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა და ის მასთან ჩხუბისაგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. როგორც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნურმაგომედოვი: “ვვარჯიშობ, მაგრამ არ ვიცი, რისთვის ვემზადები”

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ის ახლა რუსეთში იმყოფება და ვარჯიშს დაღესტანში აგრძელებს. მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოს პოლიციამ დააპატიმრა

ნიუ მექსიკოს პოლიციამ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ჯონ ჯონსი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველა TMZ-მ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იაპონიაში კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა, რომელსაც 10000 ადამიანი დაესწრო (ფოტო, ვიდეო)

22 მარტს, იაპონიის ქალაქ საიტამაში, საიტამას სუპერ არენაზე კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა. ცხადია, ეს ტურნირი თვეებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდო

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ღონისძიების ერთი წლით გადადებაზე შეთანხმდნენ. მიზეზი ცხადია, კორონავირუსის გამო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაკგრეგორი: ” იტალიაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, ყოველდღე ვლოცულობ მათთვის”

მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიას ებრძვის. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა იტალიაში, სადაც ყოველდღე ამ ვირუსს დაახლოებით 700 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინი მე-6 გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, XIV დღე იუტაკაიამა – ტოჩინოშინი ტოჩინოშინის ბალანსი – 6:8 იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-5 გამარჯვება – როგორ დაამარცხა ტოჩიმ კაგაიაკი (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, XI დღე ტოჩინოშინი – კაგაიაკი იხილეთ ვიდეო ტოჩინოშინის ბალანსი: 5-6...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, X დღე შოჰოძანი – ტოჩინოშინი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხაბიბ ნურმაგომედოვი: “უბრალოდ ჩაგვკეტეთ დარბაზში და თქვენ ნახავთ ჩემპიონს”

სოციალურ ქსელში აქტიურმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა Instagram-ში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. დაღესტნელი მებრძოლი ტონი ფერგიუსონთან მოახლოებულ ბრძოლას [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (ვიდეო)

ჰარუ ბაშო, VIII დღე ტოჩინოშინი – ტამავაში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა