ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში კეჩკემეტში (ვიდეო)

თარიღი: აგვისტო 13, 2014

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს კეჩკემეტის მეში იშტვანის არენაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. დარბაზი იმდენად ახლოსაა სასტუმროსთან, სადაც ქართველები (და უნგრეთის ნაკრებიც) ცხოვრობენ, რომ მასპინძლებმა თავდაპირველად საჭიროდ არ ჩათვალეს, ავტობუსი გამოეყოთ. ჩვენი დელეგაციის მოთხოვნით, უნგრელებმა საქართველოს ნაკრებს ავტობუსი გამოუყვეს და იგორ კოკოშკოვის გუნდი ადგილობრვი დროით 11:15 საათზე სავარჯიშოდ გაემართა.

დარბაზი დაახლოებით 2 ათას მაყურებელს იტევს და იგი ცნობილი უნგრელი ძალოსნის – მეში იშტვანის სახელს ატარებს. საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ტრავმა მოირჩინა ოთო ფხაკაძემ, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთი ვარჯიშისას ფეხი ამოიბრუნა და ჩეხეთთან მატჩი გამოტოვა. ფხაკაძემ დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა და ახლა მწვრთნელი გადაწყვეტს, შეიყვანს თუ არა მას ხვალინდელი მატჩის განაცხადში.

სრულ მზადყოფნაშია ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც ჩეხეთთან 30 წუთი კი ითამაშა, მაგრამ წელის ტკივილის გამო ისე ვერ ირჯებოდა, როგორც მაყურებელი შეაჩვია. ერთი სიტყვით, იგორ კოკოშკოვის განკარგულებაში მყოფი 14-ივე კალათბურთელი მზადყოფნაშია და ხვალ გაირკვევა, მათგან რომელი 12 შევა უნგრეთთან მატჩის განაცხადში.

კეჩკემეტს პატარა არ ეთქმის, თუმცა ის მაინც პროვინციულ ქალაქად ითვლება. კეჩკემეტი უნგრეთის 2 დიდ ქალაქ – ბუდაპეშტსა და სეგედს შორის მდებარეობს და ცნობილი იმითაა, რომ აქ გერმანელებს მერსედეს-ბენცის ქარხანა აქვთ და მსოფლიოში ცნობილ ავტომობილებს აწარმოებენ. კითხვაზე, თუ რატომ ტარდება ეროვნული გუნდის თამაში კეჩკემეტში და არა ვთქვათ, დედაქალაქში, საქართველოს ნაკრებზე მიმაგრებულმა გიდმა გვიასუხა, მეში იშტვანის დარბაზის დაქირავება იაფია, დედაქალაქში დიდ დარბაზს დიდი თანხები უნდაო.

კეკემეტში დიდი საკალათბურთო აქტივობა არ შეინიშნება. ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მოქალაქეების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ხვალ კეჩკემეტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება. ბილეთის ფასი 1500 ფორინტი, ანუ 5 ევროა და დღეს, შუადღისთვის 400 ცალი იყო გაყიდული.

უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საქართელოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს.

ვარჯიშის შემდეგ ჩვენი ნაკრების წევრებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

თორნიკე შენგელია:

– შესარჩევი ეტაპი ახლახან დაიწყო და რამდენად კარგადაა გუნდი მომზადებული, უნგრეთთან მატჩშიც გამოჩნდება. რაც შეეხება 13 აგვისტოს მეტოქეს, პორტუგალიაში გამარჯვებით უნგრელებმა დაგვანახეს, რომ ჯგუფში ფავორიტები მხოლოდ ქართველები და ჩეხები არ არიან – მეორე ტურის წინ ხომ ჩვენ და უნგრეთს გვაქვს თითო მოგება.

ბექა ბურჯანაძე:

– საწყისი მატჩების შემდეგ ჩვენს ჯგუფში ორი ლიდერი გამოიკვეთა – უნგრეთი და საქართველო. სწორედ ეს ორი გუნდი ითამაშებს 13 აგვისტოს და გამარჯვებული დიდ უპირატესობასაც მიიღებს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ უნგრეთიდან გამარჯვება წამოვიღოთ. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა.

ზაზა ფაჩულია:

– ჩვენი გუნდისთვის ეს პირველი გასვლითი შეხვედრაა. შინ მოვიგეთ. სტუმრად წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ორივე გუნდი კარგ განწყობაზეა, რადგან ცხრილში თითო მოგება უწერიათ. თუმცა ჩვენ კარგი დისციპლინით, ერთმანეთის დახმარებით, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, ყველანაირად ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. თუ ეს მოვახერხეთ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ძალიან მივუახლოვდებით.

კოტე ტუღუში (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):

– სასიამოვნოა, რომ ტრავმების გარეშე ვივარჯიშეთ და იმედი მაქვს, ციკლის დასრულებამდეც არაფერი შეიცვლება. უნგრეთმა პორტუგალიაში მოიგო. მისი თამაში უკვე განვიხილეთ, დავრწმუნდით, რომ სერიოზული გუნდია და დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს წარმატების მისაღწევად.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსს თავში ბურთი გაარტყეს – ლებრონის რეაქცია (ვიდეო)

13 სექტემბერს, “ლოს ანჯეჯელს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 119:96 დაამარცხა. შეხვედრის მიმდიანრეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ოსტინ ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველომ ესტონეთი კაჭარავას გოლით დაამარცხა

საქართველომ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ესტონეთთან სტუმრად გამარჯვებით დაიწყო. საქართველომ მეტოქე ნიკა კაჭარავას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯეიმს ჰარდენმა “ლეიკერსთან” გამარჯვების საიდუმლო გაამხილა

გამთენიისას ორლანდომ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონ როკეტსის” დიდებულ დაპირისპირებას უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში ბრ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა