ეროვნული ნაკრების სიახლეები და ღია ვარჯიში

თარიღი: ივლისი 1, 2014

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. გენერალური შეკრება 5 ივლისს, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში იწყება, მანამდე კი გუნდი არასრული შემადგენლობით თბილისში ვარჯიშობს, რისი მთავარი მიზანიც მოთამაშეების ფიზიკური ფორმის აღდგენაა.

ეროვნული ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობაში სიახლეებია. ნაკრებს დაემატნენ “დინამოსა” და “არმიას” უკანახაზელები – მიხეილ ჭოჭუა და ლაშა ფარღალავა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნაკრების ნატურალიზებული წევრის, ამერიკელი რიკი ჰიკმანის თამაში სათუო გახდა. ჰიკმანს ტრავმა აწუხებს, შესაძლოა ფეხზე ოპერაცია გაიკეთოს. მისი საქართველოს ნაკრებში თამაში მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვისა და თავად ჰიკმანის მოლაპარაკების საგანია.

ნაკრებს სლოვენიაში, 7 ივლისს შეუერთდებიან ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. ეს უკანასკნელი ნაკრების თბილისურ შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ ფეხმა შეაწუხა და რეაბილიტაციის კურსს გადის.

რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, მას ნაკრების წევრებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა და კლუბში თამაშების დასრულებასა და ნაკრების შეკრების დაწყებას შორის დრო ფაქტობრივად არ ჰქონია. ამის გამო ის ნაკრებს ჯერ არ შეერთებია და პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობით, მსუბუქად ვარჯიშობს.

ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდებიან 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და მოთამაშე ბექა ბურჯანაძე, რომლებიც 10-20 ივლისს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.

დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართულ ეროვნული ნკრების ვარჯიშს მასმედიის წარმომადგენლები დაესრნენ, რომლის დასრულების შემდეგ კალათბურთელებმა და მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

 

ვიქტორ სანიკიძე: ტრადიციულ შეკრებას გავდივართ, ფიზიკურად გვავარჯიშებს სერბი სპეციალისტი, რომელიც უკვე მეორე წელია ჩვენთან მუშაობს.  შაბათს  სლოვენიაში მივემგზავრებით, სადაც ნაკრების ის წევრები შემოგვიერთდებიან, რომლებიც თბილისურ შეკრებას ვერ ესწრებოდნენ. საკმაოდ ნაყოფიერად მიმდინარეობს მომზადება და თამაშებისთვის, ვფიქრობთ, სრულ მზადყოფნაში ვიქნებით.

ალექსანდრ ჩვოროვიჩი (ფიზმომზადების მვრთნელი): ამ ეტაპისთვის მოთამაშეების ფიზიკური ფორმით კმაყოფილი ვარ. დაახლოებით 15 ვარჯიში ჩავატარეთ და დასახული გეგმის მიხედვით მივდივართ. ყველანი ვემზადებით მთავარი შეკრებისთვის, რომელიც სლოვენიაში, 5 ივლისს დაიწყება. იქ შემოგვიერთდებიან გუნდის დარჩენილი წევრები და ევროპის ჩმპიონატის შესარჩევი ტურნირისთვი სრულფასოვნად მოვემზადებით.

გიორგი ცინცაძე: ამ ეტაპზე ძირითადად ფიზიკურად ვემზადებით და კონდიციებს ვიუმჯობესებთ. გარკვეულ დონეს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. სლოვენიაში გუნდი სრულად შეიკრიბება და გენერალურ მზადებაზეც იქ გადავალთ.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა