ეროვნულის შეკრება დაიწყო – თემურ ქეცბაიას პირველი პრესკონფერენცია

თარიღი: აგვისტო 26, 2014

დღეს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო. თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები სპეციალურ შეკრებას გაივლიან. ნაკრების ახალწვეულები დღეს, დღის 12 საათისთვის „ბასაზე“ შეიკრიბნენ:

მეკარები: ომარ მიგინეიშვილი („დინამო“ თბილისი), მაქსიმე ქვილითაია(„ჩიხურა“ საჩხერე), გიორგი ბეგაშვილი („სამტრედია“), გიორგი ნადირაძე(„სპარტაკი“, ცხინვალი)

მცველები: თედორე გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), თემურ ღონღაძე(„ჩიხურა“ საჩხერე), დავით კვირკველია („სამტრედია“), ნიკა ჭანტურია,გიორგი გველესიანი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი ფოფხაძე (უგუნდოდ)

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, მათე ცინცაძე, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“თბილისი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“ საჩხერე), ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე „ზესტაფონი“), გრიგოლდოლიძე („სამტრედია“)

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა („სამტრედია“), გიორგი ჩირგაძე („დინამო“ თბილისი)

ნაკრებს ბევრი დებიუტანტი ჰყავს. ეროვნულ გუნდში დაწინაურდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ახალგაზრდა ფეხბურთელები.

რაც შეეხება ლეგიონერებს, მათი საბოლოო სია მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ეროვნული გუნდის ოფიციალური შეკრება 1 სექტემბერს დაიწყება და ლეგიონერებთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიც მოემზადებიან.

1 სექტემბრამდე კი, ახლანდელ შეკრებაზე მყოფი ფეხბურთელები, 29 და 30 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენბოლნისის „სიონთან“ და ცხინვალის „სპარტაკთან“.

სამზადისის შესახებ, თემურ ქეცბაიამ მედიასთან ვრცლად ისაუბრა.

თემურ ქეცბაია: „დღეს, დავიწყებთ მზადებას საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებთან ერთად. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კლუბებს, რომ მხარი დაგვიჭირეს და ნაკრების სამზადისის გამო, ჩემპიონატის ტური გადაიდო. 1 სექტემბრის შემდეგ, ეს ფეხბურთელები ლეგიონერებთან ერთად გააგრძელებენ შეკრებას და ვარჯიშს. ვინც თავს გამოიჩენს და დაამტკიცებს, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს, გუნდთან ერთად დარჩება. ძალიან კარგი ვქენით, ეს ფეხბურთელები რომ შევკრიბეთ. თუ დანაკლისი გვექნება, საძებარი არ გვეყოლება არავინ და გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩავვარდებით, რადგან რეზერვი მუდმივად იქნება.

ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვიძახეთ და ეს ძალიან კარგია. ამ ზაფხულს, ბევრი ქართველი ახალგაზრდა წავიდა ევროპაში სათამაშოდ. ახლა, მთავარია, გუნდებში ითამაშონ, რომ ამით ნაკრებსაც გამოადგნენ. ახლა, ეროვნულ გუნდში ერთად მომზადების შემდეგ, ამ ფეხბურთელების ნაწილი 21-წლამდე ნაკრებში ითამაშებს. ჩვენთან ერთად არიან 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები. შვეიცარიაში ჩატარებული ელიტრაუნდის შემდეგ, მათ მართლაც დაიმსახურეს ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონაზე ვერ გავიდნენ, საქართველოს ნაკრები იქ მართლაც საუკეთესო იყო და ახლა ამ ბიჭებმა უკვე დიდ ნაკრებებში უნდა გამოიჩინონ თავი.

ისიც ძალიან კარგია, ქართული კლუბები ახალგაზრდებს რომ ათამაშებენ. ბოლოს, ზესტაფონი-დინამოს თამაშს დავესწარი და კმაყოფილი დავრჩი. ამას მე წლებია ვითხოვ, მაგრამ არავინ დამიჯერა და ახალგაზრდებს შანსი არ ეძლეოდათ. თუმცა, გუნდიდან ფეხბურთელების მასიური გაშვება და უგუნდოდ დატოვებაც ძალიან არ მომწონს. 16-გუნდიანი ჩემპიონატიც ნელ-ნელა ლაგდება. პირადად მე, ის მინდა, რომ  ყველა რაიონს ჰყავდეს გუნდი და ყველა ქალაქში იყოს ფეხბურთი. გვედავებოდნენ, სპორტული პრინციპიო… სპორტი აღარაა და რა პრინციპზე მელაპარაკებით?!

ჩვენ მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შესარჩევი წარმატებით დავიწყოთ.

ისე, ძალიან უცნაური დამოკიდებულება გვაქვს – რა არის შოტლანდია, რა გუნდია ირლანდია, პოლონეთი ხომ საერთოდ! ასე არ შეიძლება… მიდგომა უნდა შეიცვალოს და ყველა მოწინააღმდეგე დავაფასოთ ჩვენც და გულშემატკივრებმაც.

ირლანდიელი ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე თამაშობენ. მაგრამ დადგა დრო, რომ ურთიერთშეხვედრებში ჩვენ მოვიგოთ. დღეს ვერავის ვერაფერს დაუმალავ; ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი იცის. როგორც ირლანდიელთა მწვრთნელი უყურებს ჩვენს თამაშებს, ისე მე ვადევნებ თვალს ყველაფერს. სწორი ანალიზი უნდა გააკეთო შენი და მოწინააღმდეგე გუნდის, რომ თამაშიდან სარგებელი შენ ნახო.

არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი. ჩემთვის მთავარი შედეგია. რომ მკითხონ, კარგ თამაშს აირჩევ თუ მოგებასო, რა თქმა უნდა, მოგებას ავირჩევ!

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლაუტარო მარტინესი: “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი”

მილანის “ინტერის” ვარსკვლავმა, ლაუტარო მარტინესმა, “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა. არგენტინელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დალასის” შემტევი: “მესი MLS-ში თუ გადმოვა, ფეხებს დავუკოცნი”

“დალასის” თავდამსხმელმა, ფრანკო ხარამ, ლეო მესის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფრანკოს არგენტინის ნაკრებში [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამპაოლი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ხორხე სამპაოლი სამწვრთნელო კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას “მარსელის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. 60 წლის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯენარო გატუზო მკრეხელობის გამო დააჯარიმეს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, მკრეხელობის გამო 3 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Rai […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Discovery Plus-თან ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა. შვედმა ფეხბურთელმა NBA-ს ვარსკვლავს ფე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მათე ცინცაძის პირველი გოლი ალბანეთში და გადარჩენილი ქულა (ვიდეო)

25 წლის ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ ალბანეთში გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. “კუკეში” “ტეუტასთან” 2-1 მარცხებოდა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ჩემპიონი? – “დინამომ” 14 ფეხბურთელი დაიმატა!

დღეს ეროვნული ლიგა 2 მატჩით განახლდება და 20:00 საათზე ქუთაისის “ტორპედო” “დინამო ბათუმს” მიიღებს. “ტორპედოს” [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფენერბაჰჩეში” ვენგერზე ფიქრობენ

გერმანული გამოცემა “ბილდი” თურქულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავიმ სამწვრთნელო კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო

კატალონიური “ბარსელონას” ლეგენდა, ჩავი ერნანდესი, აზიურ “ალ-სადთან” ერთად მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს. ესპანელმა სპეციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აბრამოვიჩმა ჰოლანდის ტრანსფერს მხარი დაუჭირა და თანხაც გამოყო

მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ლონდონის “ჩელსიც” ჩაერთო. ინფორმაციას Bild ადასტუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “მოუთმენლად ველი “მილანთან” გასამართ მატჩებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, რომელსაც დღეს 48 წელი შეუსრულდა, ევროპა ლიგის მერვედფინალური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანმა პრესკონფერენცია ცხვირიდან სისხლდენის გამო შეწყვიტა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, დღევანდელი პრესკონფერენცია ნაადრევად შეწყვიტა. მიზეზი ცხვირიდან სისხლდენა გახ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატალანტას” პრეზიდენტი “რეალთან” მსაჯობაზე : “შოკისმომგვრელი

ბერგამოს “ატალანტას” პრეზიდენტმა, ანტონიო პერკასმა, “რეალთან” მინიმალური ანგარიშით წაგებულ შეხვედრაზე საუბრისას მსაჯების თემას...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: “სასტუმროში არ ვიცხოვრებ, ყველგან მნახავთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სპორტის ეთერში ნაკრებზე ისაუბრა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “ვისაც დისციპლინასთან პრობლემა ექნება, თავისით ამოვარდება გუნდიდან”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მის გუნდში დისციპლინის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, […]...
წაკითხვა