ეროვნულმა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩამდე ბოლო ვარჯიში, დუბაის საფეხბურთო კლუბ “ალ ნასრის” საწვრთნელ ცენტრში გამართა. ვარჯიში ერთ საათს გაგრძელდა, დუბაიში მყოფი თითოეული ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და საკუთარი შანსის მოლოდინშია. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 23 იანვარს, 17 საათზე დაიწყება. შეხვედრა დუბაის THE SEVENS STADIUM-ზე შედგება.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი და ნაკრებში გამომიძახეს, მატჩის წინა ვარჯიში იყო ვემზადებით თამაშისთვის, ფეხბურთელების უმრავლესობა პირველად ვთამაშობთ ნაკრებში და გაორმაგებული ძალებით გვინდა, რომ წარმატება მოვუტანოთ საქართველოს” – საბა ლობჟანიძე
“ძალიან კარგად მიდის შეკრება, ყოველ საღამოს გავდივართ თეორიას, ტაქტიკური ვარჯიშებია. მიუხედავად იმისა,რომ ძირითადი ბირთვი საქართველოს ჩემპიონატიდან არის გამოძახებული კარგი თამაში იქნება და შეთამაშებული გუნდი ვიქნებით” – დავით ხოჭოლავა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია)
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი) ლაშა პარუნაშვილი („დინამო“,თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)
დუბაიში უზბეკეთთან შეხვედრის გარდა, საქართველოს ნაკრები 25 იანვარს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე იორდანიის ეროვნული ნაკრები იქნება. უზბეკეთთან მატჩის მსგავსად შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. შეხვედრის მასპინძელი Theyab Awana Stadium იქნება.