ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელზეც არაფერი ვიცოდით
სვენ-გორან ერიქსონი მას ლიონელ მესის ადარებს, მარჩელო ლიპის აზრით, კი ის ნებისმიერ ძლიერ ევროპულ კლუბში წარმატებით ითამაშებდა. მართალია, ახლა ასე აღარ არის, მაგრამ ერთ დროს დარიო კონკა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილს იკავებდა.
რატომ არ ვიცოდით აქამდე არაფერი მასზე? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მან კარიერის დიდი ნაწილი ჩინეთის ჩემპიონატში გაატარა.
2015 წლიდან კონკა “შანხაი სიპგ”-ს ღირსებას იცავს, ამ გუნდს კი ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სვენ-გორან ერიქსონი თავკაცობს. როდესაც შვედი სპეციალისტი ამ კლუბში სამუშაოდ მივიდა, მისი ყველაზე დიდი სურვილი სწორედ ამ ფეხბურთელის შეძენა იყო.
“კონკა მესის ჰგავს, ისიც ცაციაა და შესანიშნავი დრიბლინგი აქვს. ჩინეთში ის ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათის მისაბაძია”, – აცხადებს ერიქსონი.
ცნობისთვის, კონკას ამჟამინდელი ხელფასი 7.25 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
იხილეთ ვიდეო: