WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (353022) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,38,57,201,2415,28159,28160,28161) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ერთა ლიგა: ჩვენს ჯგუფში საქართველო ნაკრები ყველაზე ძვიდარღირებული გუნდია

თარიღი: იანვარი 24, 2018

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის წილისყრა ჩატარდა. საქართველოს ეროვნული გუნდი D1 ჯგუფში მოხვდა, სადაც ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩები ექვს სათამაშო დღეზე განაწილდება. შეხვედრები 2018 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარდება.

სპეციალიზებულ ინტერნეტპორტალ Transfermarkt-ის თანახმად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 28,23 მილიონი ევროა. ამ მაჩვენებლით ჩვენს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი უკავია. საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ სოლომონ კვირკველია ითვლება, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 5,8 მილიონი ევროა. Transfermarkt მიხედვით, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ღირებულება 2,5-2,5 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

ფეხბურთელთა ჯამური ღირებულებით ჯგუფში მეორე ადგილი ყაზახეთის ნაკრებს უკავია – 21,95 მილიონი ევრო. ყაზახების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებად დმიტრი შომკო (მცველი; “ასტანა”) და ბაუირჟან ისლამხანი (ნახევარმცველი; “ქაირათი”) ითვლებიან  — 2-2 მილიონი ევრო.

გუნდური ღირებულებით ჩვენს ჯგუფში მესამე ადგილი ლატვიის ნაკრებს უკავია — 5,8 მილიონი ევრო. ლატვიელთა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები არიან კასპარს დუბრა (მცველი; “რიგა”) და დავის იკაუნიეკსი (ნახევარმცველი; “ვისოჩინა”, ჩეხეთი) — 700-700 ათასი ევრო.

ანდორის ნაკრების ღირებულება 350 ათასი ევროა, თუმცა თანხა მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს აქვს მითითებული.



მსგავსი სიახლეები