ერთა ლიგა – სტადიონზე შესვლისა და ქცევის წესები, აკრძალული ნივთები

თარიღი: აგვისტო 25, 2018

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

სტადიონზე ქცევის წესების გაცნობა და აღიარება

სტადიონზე მოსული ყოველი მაყურებელი აღიარებს რომ გაეცნო და ეთანხმება სტადიონზე ქცევის წესებს (შემდგომში: სტადიონზე ქცევის წესები) და იღებს ვალდებულებას მათ შესრულებასა და დაცვაზე. სტადიონზე ქცევის წესები, უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით შესაძლებელია შეიცვალოს ან/და დაემატოს მითითებები. სტადიონის ადმინისტრაცია და ღონისძიების ორგანიზატორი უფლებას იტოვებს აწარმოოს ვიდეო ან ფოტო გადაღება გულშემატკივრის უსაფრთხოებისა და წესრიგის დამრღვევი პირების ამოცნობის მიზნით.

სტადიონიზე შესვლის პროცედურა და ვალდებულებები

სტადიონზე მაყურებელი (განურჩევლად მისი ასაკისა) დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ბილეთის/მოსაწვევის ან აკრედიტაციის წარდგენის და სპეციალური შემოწმების გავლის შემთხვევაში.

მაყურებელი ვალდებულია გაეცნოს ბილეთზე/მოსაწვევზე და აკრედიტაციაზე დატანილ ინფორმაციას.

მაყურებელი სტადიონზე უნდა შევიდეს იმ შესასვლელიდან რომელი შესასვლელიც მითითებულია ბილეთზე/მოსაწვევზე ან/და რომელსაც მიუთითებს უფლებამოსილი პირი (სტიუარდი/განმკარგულებელი ან/და უსაფრთხოების თანამშრომელი) აკრედიტირებული პირები სარგებლობენ მხოლოდ მათთვივს გამოყოფილი შესასვლელით.

სტადიონზე ავტომანქანით შესვლის შემთხვევაში მაყურებელი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ავტომანქანის საშვი ისე ბილეთი. ავტომანქანა ისევე როგორც მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას.

მაყურებელი და მისი პირადი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას სტადიონზე შესვლის წინ.

სტადიონზე შესასვლელად ბილეთი/მოსაწვევი ექვემდებარება როგორც ვიზუალურ ასევე ელექტრონულ შემოწმებას.

სტადიონზე ქცევის წესები მაყურებელთათვის

სტადიონზე აკრძალულია გულშემატკივრის ქცევა რაც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვა პირთა ჯამრთელობას/სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.

მაყურებული ვალედებულია დაემორჩილოს სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თამაშრომლის მოთხოვნა/მითითებას.

მაყურებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სტიუარდს/განმკარგულებელს ნებისმიერი საეჭვო ქცევის ან საგნის შემჩნევის შემთხვევაში.

ყველა მაყურებელმა უნდა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

მაყურებელს ეკრძალება გამოყენებული ბილეთის გადაცემა სხვა პირზე.

სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა (გაჩერება)

სტადიონზე იკრძალება სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის.

იკრძალება სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება, სტადიონის ტერიტეორიაზე რაიმე სახის ნახატის ან ბანერის, რეკლამის გაკვრა წინასწარი შეთანხმების და ნებართვის გარეშე.

აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების აღჭურვილობის არამიზნობრივად გამოყენება და მათი დაზიანება.

იკრძალება სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა

იკრძალება ნებისმიერი საგნის,ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე.

სასტიკად აკრძალულია მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე.

იკრძალება ყველანაირი ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას.

აკრძალულია აკრედიტირებულ ზონებში გადაადგილება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე.

აკრძალულია ნებისმიერი სახის ექსტრემისტული, შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული მასალის (მათ შორის დროშები, ტანსაცმელი, ბანერები, აქსესუარები, ბუკლეტები და სხვა) ნაცისტური სიმბოლოს ან/და საგნის გამოყენება რომელიც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ.

აკრძალულია აგრესიული ქცევა, შეურაცყოფა ღონისძიებაში ჩართული ნებისმიერი პირის მიმართ.

სტადიონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი ნიღბის ტარება ან სახის იმგვარი დაფარვა, რომელიც ხელს შეუშლის ადამიანის იდენტიფიცირებას. გამონაკლისია მხოლოდ ისეთის სამოსის ტარება, რომელიც ამა თუ იმ პირთა კულტურის/რელიგიის ნაწილია.

სტადიონზე იკრძალება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა

სტადიონზე ნებადართულია მოწევა მხოლოდ მოსაწევად გამოყოფილ ადგილებში

იკრძალება სტადიონის დანაგვიანება

აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე ყველანაირი დრონის გამოყენება სპეციალური ნებართვის გარეშე.

აკრძალულია სტადიონის ტერიტორიაზე (გარდა სპეციალურად მედიისთვის გამოყოფილი ადგილებისა) პროფესიული ვიდეო ან ფოტო გადაღება შესაბამისი ნებართვის გარეშე

სტადიონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი კომერციული აქტივობის და გაყიდვების წარმოება შესაბამის ნებართვის გარეშე.

ყველა სხვა ქცევა რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილებში.

სტადიონის ტერიტორიაზე შესატანი აკრძალული ნივთების ნუსხა

ყველანაირი ასაფეთქებლები, დეტონატორები ან ნებისმიერი ნივთი რაც შეიცავს მათ.

ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგანი რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ცივი იარაღი

ადვილად აალებადი ნივთები, დიდი რაოდენობის ქაღალდი

ყველანაირი სახის პიროტექნიკა

მუსიკალური და ჩასაბერი ინსტრუმენტები შესაბამისი ნებართვის გარეშე

ლაზერული სანათები

ყველანაირი მოსახატი საშუალებები

საკვები და სასმელი

შუშის კონტეინერები/ბოთლები, თუნუქის ქილები, თერმოსები.

ნარკოტიკული ან ტოქსიკური პრეპარატები

სამედიცინო მედიკამენტების დიდი რაოდენობა

დიდი რაოდენობით ფხვიერი მასალა

თხევადი სითხის კონტეინერები რომლის მოცულობაც აღემატება 100მლ.

გასაშლელი სკამები.

შინაური ცხოველები, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე ცხოველებისა.

პროფესიონალური ვიდეო და ფოტო აპარატი შესაბამისი ნებართვის გარეშე.

ყველაირი მყარი საგანი რომელიც აღემატება 75სმ

სპორტული ინვენტარი (ბურთი, გორგოლაჭებიანი დაფა, გორგოლაჭები)

მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობები შესაბამისი ნებართვის გარეშე.

დროშის ტარები დაშვებულია მხოლოდ პლასტიკური და ძნელად აალებადი რომელთა სიგრძეც არ აღემატება 1მ.

დიდი ზომის ჩანთები

ყველანაირი ნაცისტური სიმბოლო ან/და ნივთი რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, კანის ფერის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების წარმოშობის ქონებრივი და წოდებრივი წარმომავლობის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების ასაკის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისაკენ ან/და შეურაწყოფისაკენ.

ყველა სხვა ნივთი რაც აკრძალული ნივთების მსგავსია ან/და თვითნაკეთია.

GFF.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დანი ალვეშმა “სან პაულუში” დებიუტი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

18 აგვისტოს, ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “სეარა” მიიღო. ამ მატჩში “სან პაულუს” რიგებში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცრემლებამდე მისული მოურინიო: “ფეხბურთი მენატრება”

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, აღიარებს, რომ ფეხბურთში დაბრუნება სურს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 აგვისტო

იკარდი “ნაპოლის” უახლოვდება მაურო იკარდი ჯერ კიდევ “ინტერის” ფეხბურთელია, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრუიჩი: “ფილიპე კოუტინიო ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”

“ბარსელონაში” ფილიპე კოუტინიოს 18-თვიან პატიმრობას ბოლო მიუნხენის “ბაიერნმა” მოუღო. ბრაზილიელი ვარსკვლავის ბავარიაში გადაბარგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობინ ვან პერსი “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის მიზ

ზუსტად შვიდი წლის წინ რობინ ვან პერსი ყველასათვის გასაკვირად ლონდონის “არსენალიდან” “მანცესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. დიდი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ეშლი კოულმა პროფესიული კარიერა დაასრულა. 38 წლის მოთამაშე სხვადასხვა წლებში ლონდონის “არსენალის”, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ფრანგმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “საბურთალო” ფრანგმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. გონსალვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა კლუბს. “მადლობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალას ულამაზესი გოლი ამხანაგურ შეხვედრაში (ვიდეო)

17 აგვისტოს, ტურინის “იუვენტუსმა” სერია C-ში მოასპარეზე “ტრიესტინასთან” ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?

ეროვნული ლიგის 2 გამორჩეული გუნდი, თბილისის “დინამო” და თბილისის “საბურთალო” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ჯიღაურის დუბლით იმარჯვა, “რუსთავმ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლამ აგუეროსთან შეკამათებაზე კომენტარი გააკეთა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ “ტოტენჰემთან” მატჩის მიმდინარეობისას აგუეროსთან შელაპარაკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 აგვისტო

მესუთ იოზილი MLS-ში? Daily Star-ის ცნობით, “არსენალის” ნახევარმცველის, მესუთ იოზილის წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩავიდნენ, სადაც “დი...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეჟა ვუ: “სიტის” “ტოტენჰემთან” გამარჯვების გოლი გაუუქმეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “ტოტენჰემი...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუეროსა და გვარდიოლას შეკამათება “ტოტენჰემთან” მატჩში (ვიდეო)

17 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემს” შორის მიმდინარე მატჩის 66-ე წუთზე პეპ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” გასვლაზე “საუთჰემპტონი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვ

პრემიერ ლიგის მეორე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” გასვლაზე რალფ ჰაზენჰუტლის “საუთჰემპტონს” შეერკინა. შეხვედრა ძალიან დაძაბულ...
წაკითხვა