ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩაკვეს და კვარას მაკედონიასთან შეცვლიდა!

თარიღი: იანვარი 18, 2021

დღეს ოფიციალურად დადასტურდა გიორგი არაბიძის ტრანსფერი რუსულ “როტორში”, რომელშიც საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი – ბექა მიქელთაძე, საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ.

23 წლის არაბიძე დიდწილად დონეცკის “შახტარის” დუბლებში თამაშისას გამოჩნდა, სადაც ჯარიმებს იდეალურად ასრულებდა და “ქართველი მესი” უწოდეს.

გიორგიმ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ 2017 წლის 24 მარტს ჩაატარა, 4 დღეში კი, 19 წლის ასაკში პირველი გოლი გაიტანა ლატვიის კარში. 2017 წლის 7 ივნისს კი სენტ-კიტსსა და ნევისს კი დუბლი შეუსრულა. ალბათ, ნაკრების ყველა გულშემატკივარს ახსოვს რას გრძნობდნენ მაშინ და როგორი დიდი იმედები გვქონდა არაბიძის.

რამდენიმე თვეში არაბიძე ნაკრებიდან მისი არასპორტული საქციელის გამო მოხსნეს, როცა შეცვლის შემდეგ არ დაელოდა და სტადიონი დატოვა. მისი საკლუბო კარიერა ვერც უკრაინაში ,ვერც  პორტუგალიაში განვითარდა და ვერც თურქეთში განვითარდა. პირიქით, უდიდესი რეგრესი განიცადა.

არაბას ყველაზე მეტად მისი ინდივიდუალიზმი, დრიბლინგი, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი გამოარჩევს. ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა “ადანაში” ტრავმა მიიღო და ფეხბურთს 5-6 თვით ჩამოშორდა.

ჩრდ.მაკედონიასთან 2 მთავარი ინდივიდუალისტი, გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია გვაკლდა. სწორედ ინდივიდუალიზმი დაგვაკლდა, სწორედ ლიდერი დაგვაკლდა, ვინც ბურთს წინ წაიღებდა და ხიფათს შეუქმნიდა მცველებს.

ნაკრებში არაბიძეს, ალბათ, ისტორიაში საუკეთესო სტატისტიკა აქვს – 4 მატჩში 3 გოლი. მართალია, ამხანაგურ შეხვედრებში, მაგრამ 19 წლის ბიჭმა სადებიუტო თამაშებში მთელი გუნდი აიყოლია და მაქამდე გაგვიჩინა იმედი, ვიდრე ჩაკვე და კვარა გამოჩნდებოდნენ.

არაბიძე “როტორშია”, სადაც ნაკრების 2 ძირითადის წევრი თამაშობს, იმ ლიგაში, სადაც კვარაცხელია თამაშობს და “როტორი” დღევანდელ “გენტს” დიდად არ ჩამორჩება.

23 წლის არაბას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს და შეუძლია, ამ ბიჭებთან ერთად საოცარი, ინდივიდუალისტების ტრიო შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტუხელი: “პსჟ-ში თავი სპორტის მინისტრი მეგონა”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მის ამჟამინდელ და ყოფილ კლუბებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრა: “რასიზმი განათლების თემაა. რასისტებს უნდა ვესაუბროთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ ლუის სუარესთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰი: “ჩემ თავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ”

“ლივერპულის” ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი, იურგენ კლოპის სიტყვებს გამოეხმაურა. გერმანელმა სპეციალისტმა მო სალაჰს მსოფლიოს საუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანებმა “რომას” ფეხბურთელებს მაისურები არ გამოართვეს (ვიდეო)

ევროპის კონფერენს ლიგაზე “რომამ” გამანადგურებელი მარცხი განიცადა ნორვეგიულ “ბოდო გლიმტთან”. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ექვსი გოლი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი ტრავმირებულია

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ, პრესასთან საუბრისას ფანებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილი ხდე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა

24 ოქტომბერს “კამპ ნოუ” სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” უმასპინძლებს. ლა ლიგის ყველაზე პრესტიჟულ დაპირისპირებამდე მადრიდის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” “ბარსელონასთვის” ანსუ ფატის წართმევასაც ცდილობდა

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ანსუ ფატის, გადაბირება სურდა. ამ ინფორმაციას კატალონიუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩისკო: “მამარდაშვილი “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრებში წლების მანძილზ

თბილისის “დინამოსა” და “უოტფორდის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ამიერიდან არავინ მკითხავს, რატომ ვათამაშებ ერთი და იმავე ფეხბურთელებსR

21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგაზე “რომა” სტუმრად ნორვეგიულ “ბიუდე-გლიმტთან” 1:6 დამარცხდა. რომაელთა მთავარი მწვრთნელისთვის,...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიოს კარიერაში პირველად…

21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგაზე ნორვეგიულმა “ბიუდე-გლინტმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე, სენსაციურად, 6:1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმმა” ჯოვინო ფლამარიონი უნდა გაყიდოს!

“დინამო ბათუმის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონია, რომელსაც  ეროვნულ ლიგაში 102 მატჩი აქვს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” ფანებს ჩაცმის სტილის გამო შენიშვნას აძლევს

“ნიუკასლ იუნაიტედი” რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა, რამაც კლუბის ფანებს შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი უკმაყოფილოა: “უკეთეს გუნდთან შანსი არ ექნებოდათ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, “ატალანტასთან” მოგებული მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტაიმს სულშერის შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბონუჩი: “ადრე რონალდუზე ვთამაშობდით, ახლა გუნდურ ფეხბურთზე ვაკეთებთ აქცენტს”

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში “ზენიტი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ...
წაკითხვა