ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა მცირე ცვლილებით ივარჯიშა (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 22, 2016

ერთდღიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა. ბერძენი მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში ჩამოსვლისა და 4-დღიანი ვარჯიშების შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრებმა 20 ივლისს დაისვენეს, ხოლო დღეიდან ვარჯიშების განრიგი შეიცვალა.

თუკი აქამდე დილას ფიზმომზადება იყო და საღამოს ბურთით ვარჯიში, ახლა პირიქითაა. დღეს, შუარღის 12-ის ნახევარზე ზუროსმა ნაკრები სრული დატვირთვით, ძირითადად სათამაშო კომპონენტზებზე ავარჯიშა. ბერძენმა სპეციალისტმა აქცენტი დაცვასა და შეტევაზე გაამახვილა, მოთამაშეებს ამ კომპონენტების მართებულად შესასრულებლად ბევრი დარიგებები მისცა. როგორც ცალ ფარში, ისე მთელს მოედანზე ნაკრების წევრებმა კალათბურთი გააჩაღეს, თუმცა ზუროსი სასტვენით ხშირად აჩერებდა თამაშს და კალათბურთელებს ხან რაღაცას უსწორებდა, ხანაც რჩევას აძლევდა და თამაშის გაგრძელების უკეთეს ალტერნატივას უჩვენებდა.

დაგეგმილისამებრ, თორნიკე შენგელიამ, რომელიც აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებოდა, გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ის მწვრთნელებმა სრულყოფილად არ დატვირთეს და ისეთ ვარჯიშებში, სადაც კონტაქტი მეტი იყო, არ ჩართეს. შენგელიამ მხოლოდ ბურთი ესროლა, ფარში შესვლები გააკეთა და ძირითადად თავის აქამდელ საქმიანობით – ტრენაჟორებითა და სხვადასხვა ძალისმიერი, თუ ფიტნეს-ვარჯიშებით დაკავდა.

შემადგენლობის მხრივ ნაკრებში სიახლეებია. გუნდს შემოუერთდა ბექა ბექაური, რომელმაც 1-15 ივლისს საქართველოს „ბ“ ნაკრებს ჩინეთში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში დაეხმარა. ბექაურთან ერთად სლოვენიაში უნდა ჩამოსულიყო „ბ“ ნაკრებიდან ეროვნულში გამოძახებული ბექა წივწივაძე, რომელმაც ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სლოვენიაში არ ჩამოსულა. ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა ნიკა მეტრეველმა, რომელსაც ნაოპერაციევი საზარდული ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი და ნაკრებთან ერთად ვერ ვარჯიშობდა.

კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შენგელია: “იმედი მაქვს, ჩემი ქვენისა და ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ შეიცვლებ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე ტელეკომპანია იმედთან ინ...
წაკითხვა
კალათბურთი

იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი თავკცი იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან [...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილწსიტყვაობის გამო, შესაძლოა, NBA-ს პირდაპირ ეთერში აღარ გაუშვან

მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის ფონზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაც იძულებულია, რომ სეზონი დახურულ კარს მიღმა განაახლოს. NBA-ს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას პასუხი, როცა ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ შეკითხვა ცსკა-ზე დაუსვეს

30 ივნისს, თორნიკე შენგელიამ “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი მოიგო. მისმა გუნდმა ფინალში “ბარსელონა” 69...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა!

თორნიკე შენგელია “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდ...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი: “მომეცით ჩემი ბიჭის ნახვის საშუალება!”

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზირებულმა მოთამაშემ, მაიკლ დიქსონმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ამერიკისა და საქართველოს [&...
წაკითხვა
კალათბურთი

ივანოვიჩი შენგელიას: “კალათბურთი ითამაშე!” (ვიდეო)

23 ივნისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” “უნიკახა” ოვერტაიმში 87:86 დაამარცხა. მესამე მეოთხ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჩემპიონატი სწორედ მარტში, კორონავირუსის გამო შეწყდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. ქართველი კალათბურთელი ამბობს, რომ...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტმა საფეხბურთო კლუბის აქციები შეისყიდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერვარსკვლავმა, კევინ დურანტმა, ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბის აქციათა წილი შეიძინა. დღეს [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

საქართველოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. მისი ამჟამინდელი კლუბი “ბასკონია” და […...
წაკითხვა
კალათბურთი

XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული: მესი და რონალდუ ხუთეულს მიღმა

ესპანურმა გამოცემა “მარკამ” XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ორი ფეხბურთელი მოხვდა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს Instagram-ით ყველაზე მეტი თანხა გამოი

დასახელდა ის ათი სპორტსმენი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალური ქსელის, Instagram-ის საშუალებით ყველაზე მეტი თანხა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ათეულს ჩოგბურთის ლ...
წაკითხვა