ერთი დღე ელიტრაუნდამდე… მზადება გერმანიისთვის
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდს ხვალ, გერმანიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს. ელიტრაუნდის მონაწილე გუნდები, სერბეთის ნაკრების გარდა, სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ ცენტრში ცხოვრობენ.
სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე 7 მოედანია და სწორედ, ერთ-ერთ მათგანზე ჩატარდება ხვალინდელი შეხვედრა. თავად სპორტული ცენტრი შესანიშნავადაა აღჭურვილი და ფეხბურთისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი.
17-წლამდელებმა მატჩისწინა ვარჯიში ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე გამართეს. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და მოტივირებული. გერმანიასთან მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ტექსტური ონლაინი უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, სერბეთის ნაკრებთან გამართავს.
სფფ-ის პრესსამსახური
სერბეთი, სტარა პაზოვა