„ერთი გარიგებული მატჩიც ბევრია“ – უეფამ „სუფთა ფეხბურთის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

თარიღი: დეკემბერი 13, 2013

ბილბაოში გამართული უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გარიგებული მატჩების წინააღმდეგ საბრძოლველად 11-პუნქტიანი რეზოლუცია დამტკიცდა. დოკუმენტს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს, 27 მარტს, ასტანაში გასამართ უეფას კონგრესზე წარადგენენ. მანამდე უეფა თავის ასოციაციებთან კონსულტაციებს გაივლის. ამრიგად, უეფა გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ახალი პროექტის შესახებ უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ისაუბრა.

„გარიგებული მატჩები ფეხბურთის სულზე მოქმედებს. გვინდა, რომ სპორტულ ორგანიზაციებთან და სახელისუფლებო ორგანოებთან ეფექტური თანამშრომლობა გავაძლიეროთ. წელიწადში 32 ათასზე მეტ მატჩს ვატარებთ: ყველა ეს შეხვედრა უეფას ეგიდით ტარდება, გარდა ამისა – უმაღლესი და პირველი დივიზიონის მატჩები იმართება. ამ შეხვედრათა დაახლოებით 0,7 პროცენტი ეჭვის ქვეშ დგება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი გარიგებული მატჩიც ძალიან ბევრია.

მიმდინარე სეზონში უეფამ ევროთასებიდან სამი კლუბი მოკვეთა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ისინი ეროვნულ ჩემპიონატებში გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მივეცით არბიტრს, რომელიც გარიგებულ მატჩში კი არ მონაწილეობდა, არამედ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილე ელემენტებთან ურთიერთობდა და ამ ყველაფერს უეფას არ ატყობინებდა. ასე რომ, იმ პირების მიმართ, რომლებიც ასეთ ქმედებებში იქნებიან შემჩნეულნი, ამოქმედდება გრძელვადიანი ან სამუდამო დისკვალიფიკაცია.

უეფასთვის გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა მთავარი მიზანია. ჩვენ ამ გამოვლინების მიმართ კვლავ ნულოვან ტოლერანტობას გამოვიჩენთ. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ასოციაციებმა ანალოგიურად იმოქმედონ, გაითავისონ ჩვენი იდეები. აღმასრულებელი კომიტეტი სთხოვს ასოციაციებს, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ კონკრეტული და ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს. არ შეიძლება, რომ ერთ ქვეყანაში რაღაცა ისჯებოდეს და მეორე ქვეყანაში ანალოგური რამ – არა“, – ინფანტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია გარიგებულ მატჩთან დაკავშირებით ქვეყნის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ინფორმაცია მიაწოდოს.

გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა
დაიწყო „საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია – საფა“-მაც.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რომელმა ფეხბურთელებმა უჩივლეს “ტორპედოს” FIFA-ში?

ქუთაისის “ტორპედოში” დიდი ფინანსური კრიზისია და გუნდი ხელფასების გაცემას უკვე თვეებია ვერ ახერხებს. უმძიმესი სიტუაციიდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” გადაწყვეტილება 1 მატჩით შეცვალა – ნახევარფინალში მთავარი გუნდ

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის 2 მატჩი გაიმართება. ქუთაისის “ტორპედო” მიხეილ მესხზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოლიმპიაკოსის” ულტრასებმა “ბაიერნის” ფანები დაასისხლიანეს (ვიდეო)

22 ოქტომბერს 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც ერთმანეთს “ოლიმპიაკოსისა” და “ბაიერნის” ახალგაზრდული გუნდები დაუპირისპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში შევიდა

22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა შედგა ბერძნულ “ოლიმპიაკოსსა” და გერმანულ “ბაიერნს” შორის. მატჩი […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპემ ლიონელ მესის რეკორდი დაამხო

22 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად “ბრიუგეს” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალამ მოსკოვის “ლოკომოტივს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და მოსკოვის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩის 77-ე წუთზე პაულო დიბალამ სტუმართა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის აცილება “გალათასარაისთან” მატჩში (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “გალათასარაისა” და “რეალს” შორის მიმდინარე მატჩის 64-ე წუთზე ედენ აზარმა ცარიელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჰამედ სალაჰისა და ალესანდრა ამბროსიოს ფოტოებმა ეგვიპტელები გააბრაზა

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში ჟურნალ GQ-ს გარეკანის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიატოვიჩი: “თუ ზიდანი მადრიდში დაბრუნდა, რატომ არ შეიძლება მოურინიოც დაბრუნდეს?̶

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელმა, პედრაგ მიატოვიჩმა ესპანურ პრესასთან საუბრისას “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჟოზე მოურინიოს დაბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

თბილისის “ლოკომოტივის” თავდამსხმელმა, მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდება. გავაშელიშვილს 1 წლის წინ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედ ვუდვორდი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგა უნდა მოიგოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი, ბრიტანულ პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრამ განმარტა, თუ რატომ ამჯობინებს რონალდუს ლიონელ მესის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე გიჟური მეორე ტაიმი – რა მოხდა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მატჩში? (ვიდეო)

18 ოქტომბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “ერცგებირგემ” საკუთარ მოედანზე “ნიურბერგი” მიიღო და მეტოქე დრამატულ შეხვედრაში 4:3 ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოაო ფელიში სამ კვირას გამოტოვებს

მადრიდის “ატლეტიკოში” ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობა იზრდება. ამჯერად გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელი, ჟოაო ფელიში დაიმტვრა. კლუბის ო...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატრის ევრამ კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, პატრის ევრამ Sky Sports-ის ეთერში კარიერის […]...
წაკითხვა