ერთი ცვლილება – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
16-18 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა შემადგენლობა 10 დღის წინ დაასახელეს, თუმცა განაცხადში ცვლილებაა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო გელა ზაალიშვილმა, რომელსაც ლევან მატიაშვილი ჩაანაცვლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
-60 კგ: თემურ ნოზაძე
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი
-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ვერ იასპარეზებენ ტატო გრიგალაშვილი (ტრავმის გამო) და ლუკა მაისურაძე (კოვიდ 19-ის გამო).