ერთობლივი ვარჯიში
მსოფლიომდე 11 დღით ადრე, ბორჯღალოსნებს სარის სპორტულ ცენტრში ერთობლივი ვარჯიშის გასამართად სარაგბო სამყაროში ‘მფრინავ ფიჯელებად’ ცნობილი ფიჯის ეროვნული ნაკრები ესტუმრა. ორივე გუნდის მორკინალებმა და ხაზის მოთამაშეებმა ცალ-ცალკე ივარჯიშეს. მსგავსი ერთობლივი ვარჯიში ფიჯიმ და საქართველომ ბოლოს შარშანდელი ნოემბრის ტესტების მზადების პერიოდში ტულუზაში გამართეს.
ხვალ, 9 სექტემბერს მსაგვსი ვარჯიშის გასამართად ბორჯღალოსნებს ‘კანადელი ნეკერჩხლები’ ესტუმრებიან.
მილთონ ჰეიგის კომენტარი ერთობლივი ვარჯიშების შესახებ: „ფიჯისთან ისევე, როგორც კანადასთან ჯგუფებად დავიყოფით. შესაბამისად მორკინალები და ხაზის მოთამაშეები ცალ-ცალკე ივარჯიშებენ. ფიჯელებთან მსგავსად ბოლოს შარშან ნოემბერში ტულუზაში ვივარჯიშეთ და მიგვაჩნია, რომ ეს ძალზე კარგად წაადგება ორივე გუნდს. თავის დროზე კანადელებმაც იგივე შემოგვთავაზეს და კარგი შესაძლებლობა გვექნება მოლები, შერკინება და დერეფნები დავხვეწოთ.
Rugby.GE