ერტნესტო ვალვერდეს პირველი კომენტარი “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ
კატალონიის “ბარსელონამ” ზედიზედ მეორე წელს დათმო სამბურთიანი უპირატესობა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში – “რომასთან” 3:0 მარცხიდან ერთი წლის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფრები” იურგენ კლოპის “ლივერპულმა” გაანადგურა (4:0).
მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან ისაუბრა:”ვერ გეტყვით რა გავლენას იქონიებს ეს შედეგი ჩემ მომავალზე. მე აქ ვარ და მზად ვარ ჩემ გადაწყვეტილებებზე პასუხი ვაგო.
რა თქმა უნდა, ეს შედეგი ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ზედიზედ მეორე წელია ასეთი რამ ხდება, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ზედიზედ ორი გაშვებულის შემდეგ კონტროლი დავკარგეთ და სასურველი შედეგის დაფიქსირება ვეღარ შევძელით.
საშინელი შედეგია ჩვენთვის და ჩვენი ფანებისთვის. ნამდვილად არ გაგვიმართლა, თუმცა “ლივერპულს” შრომას არ ვუკარგავ. უკნიდან ვთამაშობდით. ყველაფერი მეოთხე გოლით დასრულდა. მათთვის პასუხის გაცემა ვეღარ შევძელით,” – აცხადებს ვალვერდე.