“ეს არ იყო რასიზმის გამოვლინება”

თარიღი: დეკემბერი 9, 2020

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “ისტანბულ ბაშაქშეჰირს” შორის გამართულ დაუმთავრებელ მატჩში მომხდარ ინციდენტს “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ბარნსი გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მე-13 წუთზე მას შემდეგ შეჩერდა, რაც შეხვედრის მეოთხე არბიტრმა, რუმინელმა სებასტიან კოლცესკუმ თურქული გუნდის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი პიერ ვებო “შავ კაცად” მოიხსენია. ამის შემდეგ ორივე გუნდმა პროტესტის ნიშნად დატოვა მოედანი. ჯონ ბარნსი თვლის, რომ რუმინელი არბიტრის ეს სიტყვები რასისტულ ხასიათის მატარებელი არ ყოფილა.

“ბაშაქშეჰირის” სამწვრთნელო შტაბიდან ვიღაც უნდა გაეძევებინათ. მთავარი არბიტრი მივიდა მეოთხე მსაჯთან და ჰკითხა, თუ ვისთვის უნდა ეჩვენებინა წითელი ბარათი. ამიხსნის ვინმე, არბიტრმა როგორ უნდა მოიხსენიოს სამწვრთნელო შტაბის წევრი, როდესაც მისი სახელი არ იცის და მწვრთნელს არც ნომრიანი ფორმა აცვია. როგორ უნდა განესხვავებინა სხვებისგან, თუ არა “შავი მათგანი”?

რასიზმი არ არის, მოიხსენიო ადამიანი შავად! შტაბში ექვსი-შვიდი მწვრთნელია და მსაჯს როგორ უნდა გამოერჩია ის სხვებისგან? ექვს ფერადკანიან მწვრთნელს შორის ერთი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო, მსაჯი მას “თეთრად” მოიხსენიებდა და ეს არც იქნებოდა განხილვის საგანი. მოედნის დატოვება გამოსავალი არ არის. არასწორ ინტერპრეტაციასა და გაუგებრობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ სივრცეში, სადაც სხვადასხვა სასაუბრო ენები და სხვადასხვა მნიშვნელობებია. სწორედ ეს შემთხვევაა ახლაც.

უნდა შეწყდეს სიტყვა “შავის” ყველაფერ უარყოფითთან ასოცირება. მსაჯს რომ ეთქვა “შავი ლაწირაკი” ან მსგავსი რამ, ეს, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი იქნებოდა, მაგრამ სიტყვა “შავი” მხოლოდ მის აღსაწერად გამოიყენა.

მე თავად ვარ “შავი” და ამ ამბავში რასისტულს ვერაფერს ვხედავ”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ბარნსმა.

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ბაშაქშეჰირს” შორის მატჩი დღეს, 21:55 საათიდან განახლდება. უეფამ შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა გამოცვალა და ინციდენტის გამოძიების პირობაც დადო.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნაკრების რომელი ფეხბურთელის დამატება სურდა “ლიონს”?

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებით ტოპ 5 ჩემპიონატის საინტერესო გუნდები ინტერესდებიან და როგორც ჩვენთვის ცნობილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალის” პატარა ფანმა დროგბა დატროლა (ვიდეო)

“არსენალის” პატარა ფანმა “ჩელსის” ლეგენდას, დიდიე დროგბას ხელი ჯერ “ჩელსის” მაისურზე მოაწერინა და შემდეგ დატროლა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე ჰაკიმს: “ბოდიში საკმარისი არაა, წესიერი პასი უნდა მომცე”

სოციალურ ქსელში “პსჟ”-ს “სპორტული დირექტორის”, კილიან მბაპესა და მარჯვენა მცველის, აშრაჰ ჰაკიმის მოკლე, მაგრამ საინტერესო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვე ბრუნდება! გიორგის ძალიან მაგარი მატჩი “ჟალგირისთან” (ვიდეო)

გუშინ კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძემ “სლოვანის” რიგებში ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ორმაგი შეფასება! რა შეფასება მიიღო კვარამ?

“ნაპოლიმ” “ლივერპული” 4-1 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. სამი გოლი პირადად კვარაზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ზურიკო დავითაშვილის თავს – ჩაიშალა “ბორდოში” ტრანსფერი?

ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურიკო დავითაშვილის “ბორდოში” ტრანსფერი სატრანსფერო დოკუმენტების დაგვიანებით გაგზავნის გამო ჩაიშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპეს აცილება ცარიელ კარში და დონარუმას რეაქცია (ვიდეო)

ლიგა 1-ში “პსჟ” “მონაკოს” დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დასრულდა. ერთ-ერთ მომენტში მესის დარტყმის შემდეგ მბაპე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტენ ჰაგს დე ხეას შემცვლელად მამარდაშვილი მიაჩნია

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში ნაჩვენები შედეგების შემდგომ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით გააქტიურდა და მადრიდის “რეალიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” და ობამეიანგი პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ლონდონის “ჩელსი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაფიოზი რამოსი – ნეიმარსა და მბაპეს შორის კონფლიქტი რამოსმა მოაგვარა

“პსჟ”-ს ფეხბურთელებს, ნეიმარსა და მბაპეს შორის დაძაბული სიტუაცია სერხიო რამოსის ჩარევით მოგვარდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ტელეექსპერტად მუშაობს, “წითელი ეშმაკების” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპემ მესის მხარი გაჰკრა, ნეიმარს წაეჩხუბა (ვიდეო)

როგორც ჩანს, “პსჟ”-ს “სპორტული დირექტორი” კილიან მბაპე გუნდში კონტროლის აღებას ცდილობს და “მონპელიესთან” 5-2 მოგებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერი” რონალდოს გაგდებას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდიდან კრიშტიანო რონალდოს გაგდებას აპირებს. პრემიერ ლიგაში პირველი 2 წაგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა. “ყველაზე ძლიერებად ბ...
წაკითხვა