“ეს დასასრული არ არის” – გიორგი მიქაუტაძე განცხადებას აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ შვედეთთან გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვეღარ დაეხმარება.
20 წლის ფეხბურთელმა ამ ამბავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“მოგესალმებით ყველას. ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ამბავი მაქვს. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, მსოფლიოს 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ჩემი გეგმები შეიცვალა. ამ თვეში გუნდს ვეღარ დავეხმარები.
მიუხედავად ამისა, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა! მადლობა ფედერაციასა და მთელ გუნდს. თუმცა, ეს დასასრული არ არის… შევხვდებით მოედანზე ახალი თავგადასავლებით”, – წერს მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი შვედეთთან მატჩში მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.