“ეს იყო ჩვეულებრივი თავხედობა” – ბაჩო ხურციძის პასუხი ლიეტუვის რაგბის ფედერაციას
საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ ლიეტუვის რაგბის ფედერაციას უპასუხა.
“პოლიტიკურად ძალიან ანგარიჟებული სიუჟეტი იყო და ის არხი, რომელმაც ეს გააშუქა, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული რაგბის დისკრედიტაციით არის დაკავებული. ლიეტუვის ნაკრები ჩამოვიდა ყოველგვარი ოფიციალური მომართვისა და მოწვევის გარეშე. ჩამოვიდნენ, გამოგვეცხადნენ და თქვეს, თუ შეიძლება თამაშები გავმართოთო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არ ჰქონდათ მომართული, ჩვენ, როგორც კარგი მასპინძლებმა, 7-კაცა ნაკრებთან სპარინგი შევთავაზეთ. ასევე, შევთავაზეთ მარტყოფის ბაზაზე დაბინავება ჩვენს ნაკრებთან ერთად, თუმცა მათ ეს არ ისურვეს და ერთ-ერთ უბანში, რაღაც სასტუმროში დაბინავდნენ.
სამწუხაროდ, ჩვენი 7-კაცა ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ვერ ვითამაშებდით. მოვუძებნეთ ალტერნატიული თამაშები შიდა ჩემპიონატის გუნდებთან, უსასყიდლოდ გადავეცით მოედანი, ტრანსპორტი. როგორც ჩანს, მათ ვერ დააფასეს ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩვენი კეთილი ნება.
ლიეტუვის რაგბის ფედერაციასა და ლიეტუვის საელჩოს საქართველოში ოფიციალური წერილით მივმართეთ. ახსნა-განმარტებას ვითხოვთ. აუცილებლად მივმართავთ რაგბი ევროპასაც და დავაყენებთ მათ საკითხს. როგორც ისინი მოიქცნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავხედობა, სხვას ვერაფერს დავარმქევ”, – განაცადა ბაჩო ხურციძემ რუსთავი 2-ის ეთერში.