“ეს ნონსენსია” – იტალიელები ხვიჩას პრეზერვატივზე დახატვას ეხმაურებიან
ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო პრეზერვატივზე დაახატა. ეს ფოტო იტალიურ მედიაში გავრცელდა და იტალიელების ორმაგი რეაქცია გამოიწვია.
“ეს ნონსენსია.”ნაპოლიმ” უნდა უჩივლოს!”
“ამაზე მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ რატომ დაახატეს პრეზერვატივს კვარას სახე. ბოლოს მივხვდი, რომ ის არის ის ფეხბურთელი, რომელიც მიზანში ყოველთვის არტყამს”
“ძალიან დიდი სირცხვილია, რა *ირობაა. რაა ეს?”
“ეს ნორმალურია, იმის შემდეგ, რაც მან სერია A-ს გუნდებს დამართა”
“მას იმდენი მტერი ჰყავს, როგორც ჩანს, ძალიან არ უხარიათ მისი წარმატება”
“თაღლითობას ჰგავს”
“ნაპოლის” ეკუთვნის ფეხბურთელის სარეკლამო უფლებები და ამიტომ, მოემზადოს ის, ვინც ეს გააკეთა”
თავის მხრივ, ქართველები პოსტის ქვეშ აღნიშნავენ, რომ ეს კვარას მიმართ დაგეგმილი პროვოკაციაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხვიჩამ პატრიარქს აღსაყრებიდან 45 წლის იუბილე მიულოცა და ამის შესახებ ვიდეო ჩაწერა.