“ეს სისულელეა!” – იტალიის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩამდე
იტალიის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა, კონორ ოშიმ საქართველოსთან მოახლოებული მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი ექვს ერში ყოფნას იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები იტალიას ფლორენციაში დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ორივე გუნდისათვის პრინციპული იქნება.
“იტალიის ნაკრები 6 ერში ყოფნას იმსახურებს. ვიცით, რომ ადამიანებს თავიანთი მოსაზრებები გააჩნიათ. იაპონიაში ჩასვლა და მოგება რთულია, ჩვენ კი ივნისში ეს შევძელით. არავინ ახსენებს იმას, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ერთ კვირაში იაპონიამ საქართველო 28:0 დაამარცხა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ შერკინებაზე ორიენტირებული გუნდი გვყავს, რომელსაც თამაში მხოლოდ 60 წუთის მანძილზე შეუძლია. ეს სისულელეა. დადებითად ვარ განწყობილი, რადგან კარგი მოთამაშეები და ის გუნდი გვყავს, რომელსაც ლელოების გატანა შეუძლია”, – განაცხადა იტალიელთა ირლანდიელმა მწვრთნელმა.