ეშლი კოული: “ბენტეკე ახალი დროგბაა”
“ასტონ ვილას” შემტევმა ნახევარმცველმა, ჯო კოულმა აღიარა, რომ კრისტიან ბენტეკე მას ყოფილ თანგუნდელ დიდიერ დროგბას აგონებს.
რამოდენიმე წლის განმავლობაში, დროგბა და კოული ერთ გუნდში თამაშობდნენ და ერთად რამოდენიმე ტიტულიც მოიგეს. ამჟამად კოტდიუვარელი ფორვარდი, სტამბულის “გალათასარაიდან” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის საშალებით “სტემფორდ ბრიჯს” დაუბრუნდა. ხოლო ამავე ფანჯარაზე, კი კოული “ვესტ ჰემიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით “ასტონ ვილაში” გადაბარდგა.
“კრისტიანი დიდიერს მაგონებს. კოტდიუვარელის მსგავსად ისიც ძლიერი მოთამაშეა. იგი ასევე მას თვისებებითაც ჰგავს.”
“ბენტეკეს უყვარს ბურთის ფლობა და ისკომფორტულად ათამაშებს ბურთს. იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მან კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს. მას ნათელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. იგი ყველასათვის კარგი პარტნიორი იქნება.”–განუცხადა ინგლისელმა Daily Star–ს