ესპანელი მენეჯერი: “კვარა და მამარდა ქართველობის გამო დაიწუნეს”
ესპანელი მენეჯერი ანტონიო ლოპესი გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” გადასვლაზე საუბრობს. მან მამარდას “ღამურებში” წასვლაში დიდი როლი ითამაშა.
“როცა გიორგის “გრანადასთან” მატჩი ვნახე, ის მაშინვე “ატლეტიკოს”, “ბარსელონას”, “ჟირონას”, “ვილიარეალს” და სხვებს შევთავაზე, მაგრამ ყველამ მითხრა, რომ ის ქართველი იყო და უარი განაცხადეს”
“შემდეგ “ვალენსიასთან” მივედი და ვეუსაბრე რამდენიმე პროფესიონალს აკადემიიდან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის ტოპმეკარე გახდებოდა და ტრანსფერზე მუშაობა დავიწყეთ. თავიდან 350 ათასი ევრო ღირდა, შემდეგ 850 ათას ევრომდე გაიზარდა მისი ღირებულება, თუმცა მაინც იაფი იყო.”
“დეკემბერში თბილისში ვიყავი. “ვალენსიის” აკადემიის წარმომადგენელს ვუთხარი, რომ “რუბინში” თამაშობდა საინტერესო ფეხბურთელი. მას დიდი გავლენა პირველ გუნდზე არ აქვს და არ დაუჯერეს. შემდეგ ომი დაიწყო და კიდევ ერთხელ შევთავაზე “ვალენსიას” კვარას ჯერ სრულიად უფასოდ დამატება. არ ვიცი ბორდალასს ვისი დამატება სურდა, მაგრამ უარი მითხრეს. ახლა ქართველი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია” – განაცხადა ლოპესმა.
დღეს ხვიჩა 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მამარდაშვილი – 20 მილიონად.