ესპანეთი 0 – 1 საქართველო: ქართველებმა მოქმედი ჩემპიონები დავამარცხეთ

თარიღი: ივნისი 9, 2016

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ნაცვლად იმისა, რომ საფრანგეთში, ევრო 2016-ის სათამაშოდ კარგ ხასიათზე მყოფნი წასულიყვნენ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან მოულოდნელი დარტყმა მიიღეს.

ესპანელების პირველი ორი ამხანაგური მატჩი საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა, თუმცა თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპის მოქმედ ჩემპიონებს სიცოცხლე გაუმწარა.

არიც ადურისმა მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ მოახერხა, რამაც საკმაოდ შეამცირა მისი ძირითად ფეხბურთელად ყოფნის შანსი. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ მისმა კონკურენტმა, ალვარო მორატამ კორეელების წინააღმდეგ დუბლის გაფორმება შეძლო.

ტიაგო ალკანტარამ მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა, თუმცა ოქრიაშვილის გოლის წყალობით ანგარიში ქართველებმა გახსნეს. გოლი კი დიდწილად მცველების გაუგებარი თამაშის დამსახურებაა.

ქართველების იშვიათი შეტევა იყო … მეორე ნახევარში მათ საკმაოდ კარგად შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება და ბოლო 7 მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვეს, ესპანელებმა კი მნიშვნელოვანი მატჩი დათმეს.

დელ ბოსკესთვის ეს პირველი მარცხი იყო 2015 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ესპანელები ჰოლანდიელებთან დამარცხდნენ (2-0). ასეთი დაცვით ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილად გაუჭირდებათ. დ ჯგუფის პირველ მატჩში ისინი ჩეხებს დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის გამო (28 მაისი), დელ ბოსკესთვის ეს პირველი შანსი იყო “რეალისა” და “ატლეტიკოს” ფეხბურთელების გამოცდის ევრო 2016-ისთვის მოსამზადებელ პროგრამაში.

სერხიო რამოსი ერთ-ერთი იყო იმ ფეხბურთელთა შორის, რომელიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდა. ჟერარ პიკეს მსგავსად არც მისი თამაში იყო შესაფერისი, რამაც საბოლოოდ მარცხი განაპირობა.

13335287_194366614292122_478361345_n

13335287_194366614292122_478361345_n

ესპანეთის ნაკრების დომინანტობიდან გამომდინარე ქართველები დიდი გაჭირვებით ამოდიოდნენ მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ქართველი შემტევები მარტო დარჩნენ, როცა არიც ადურისი და ლუკას ვასკესი გოლის გატანას ცდილობდნენ.

ტიაგომ 28-ე წუთზე საკუთარი შანსი ვერ გამოიყენა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონები ამისათვის სათანადოდ დაისაჯნენ.

ხორდია ალბას სუსტი პასი მოედნის ცენტრში ვალერი ყაზაიშვილმა ჩაჭრა, რომელმაც სწრაფადვე წამოიწყო კონტრ-იერიში, რომელიც ჯაბა ჯიღაურმა გააგრძელა, გააკეთა რა შესანიშნავი პასი ოქრიაშვილის მისამართით, თორნიკემ კი ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა ბურთი.

მეორე ნახევარში დელ ბოსკემ მადრიდელი მცველი შეცვალა, რომლის მაგივრადაც თამაშში სან ხოსე ჩაერთო. ფაბრეგასი კი ანდრეს ინიესტამ შეცვალა, რომელიც აშკარად უფრო ეფექტიური იყო.

სერხიო ბუსკეტსის შეჯახება ნუკრი რევიშვილთან საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რის შედეგადაც “ჯვაროსანთა” მეკარეს მოედნის დატოვება მოუწია. ის როინ კვასხვაძემ შეცვალა.

ბოსნიასა და კოერის წინააღმდეგ შესრულებული დუბლის შემდეგ ნოლიტომ 64-ე წუთზე 25 იარდიდან ცადა გოლის გატანა, თუმცა როინი ბურთს ადგილზე დახვდა.

ესპანეთი ზეწოლას განაგრძობდა, ალბამ დავიდ სილვას დიაგონალური გადაცემის შემდეგ კვასხვაძეს კარის აღება ცადა, მას შემდეგ რაც ნოლიტომ კიდევ ერთხელ ააცილა მიზანს.

137-ე ადგილზე მყოფი ნაკრებისა და ევროპის ჩემპიონის მატჩის დასასრული ასეთი იყო – პიკემ თავით დაარტყა, ბურთი კი კარს აცდა. დელ ბოსკეს კითხვები ნამდვილად ექნება ..

შეფასებები:

საქართველო

ნუკრი რევიშვილი – რამოდენიმე ჭკვიანური სეივი განახორციელა, თუმცა ბურთს ხელით არც ისე კარგად ეპყრობოდა. შეცვალეს მიღებული ტრავმის შემდეგ.

გიორგი ნავალოვსკი: – რამოდენიმე ბრწყინვალე ჩაწოდება განახორციელა მარცხენა ფლანგიდან. შესაფერისად მეურვეობდა ლუკას ვასკესსაც.

უჩა ლობჟანიძე – დაცვაში კარგად თამაშობდა, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მან ნოლიტოს, ალბასა და სილვას თავის გამოჩენის საშუალება არ მიცა.

გურამ კაშია – მისი წყალობით საჯარიმოში ყველაფერი წესრიგში იყო, “ლა როხა” მეკარესთან ახლოს მისვლას ვერ ახერხებდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი – რამოდენიმე ბრწყინვალე ვარდნა განახორციელა საჯარიმოში, საქართველოს კაპიტანთან ერთად ის ბოლომდე უზრუნველყოფდა კარის სიმშრალეს.

სოლომონ კვირკველია – რამოდენიმე ბრწყინვალე ართმევა საჯარიმოში, რამაც დაძაბულობა განმუხტა.

ჯაბა ჯიღაური – ესპანელთა მიერ დაშვებული შეცდომა გამოიყენა და გოლის მომენტში ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა.

თორნიკე ოქრიაშვილი – გოლის მომენტში ისე ითამაშა, როგორც ნამდვილ ფორვარდს შეეფერებოდა. გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

გიორგი აბურჯანია – ბევრს მუშაობდა მოედნის ცენტრში, აკეთებდა შავ სამუშაოს.

ვლადიმერ დვალიშვილი – რამოდენიმეჯერ ცადა სიტუაციის გამწვავება, თუმცა რეალური მომენტი ვერ შექმნა.

ვალერი ყაზაიშვილი – ხშირად ეხმარებოდა ნახევარდაცვას, თუმცა გოლის მომენტს თუ არ ჩავთვლით, თავის სათანადოდ გამოჩენა ვერ მოახერხა.

ესპანეთი

დე ხეა – დიდად არ შეუწუხებიათ, მხოლოდ ერთხელ მოუხდა კარიდან გამოსვლა.

რამოსი – საჰაერო ორთაბრძოლებში დიდებული იყო, თუმცა ბურთი მანამდე უნდა მოეცილებინა თავიდან, სანამ ოქრიაშვილი გოლს გაიტანდა.

ხუანფრანი – მარჯვენა ფლანგზე საკმაოდ საიმედო იყო. მან არაერთი კარგი გადაცემა გაუკეთა არიც ადურისს.

პიკე – რამოდენიმეჯერ ვერ შეძლო ბურთის ართმევა, შეტევაში კარგად თამაშობდა.

ხორდი ალბა – დაკარგა ბურთი, რამაც ქართველების გოლამდე მიიყვანა ნაკრები. ბოლოს კი გოლის გატანის შანსიც გაუშვა ხელიდან.

ბუსკეტსი – ბურთს საიმედოდ ფლობდა და მეტოქეებს პრობლემებს უქმნიდა, ტრავმის მომენტშიც კი.

ფაბრეგასი – მეკარე შორეული დარტყმით გამოცადა, თუმცა “ჩელსის” ნახევარმცველს კრეატიულობა აკლდა.

ალკანტარა – ერთადერთხელ დაარტყა, ისიც 25 იარდიდან. სხვა ვერაფერი შემოგვთავაზა.

ნოლიტო – ძალიან კარგად დაუწყვილდა სილვას. რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა.

ლუკას ვასკესი – საშუალო დონეზე ასპარეზობდა,თუმცა ბოლოსკენ რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.

ადურისი – საჰაერო ორთაბრძოლებში დიდებული იყო, თუმცა მთავარი მისია ვერ შეასრულა.

ინიესტა – მისმა შემოსვლამ ნაკრები გამოაცოცხლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვან დეიკმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“ლივერპულის” მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მერსესაიდული კლუბის ჰოლანდიელმა ლეგიონერმა რონალდინიო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამუელი: “კრიმინალური ავტორიტეტის შვილისთვის ბურთის ართმევა ვცადე, რის გამოც მცემეს&

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვალტერ სამუელმა, რომელმაც სახელი წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშით გაითქვა, მოზარდობის პერიოდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

16 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესი დაირქვა (ფოტო)

ნორვეგიის რიგით მესამე დივიზიონის მკვიდრმა “იუნკერენმა” 16 წლის ლიონელ მესი დაიმატა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინო: “ექსპერიმენტები? არც მეცნიერი ვარ და არც ქიმიკოსი”

“ნიუკასლთან” გასამართ მატჩამდე ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. მაურისიო პოჩეტინო ერთ-ერთმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 აგვისტო

“რომა” კალინიჩის შეძენას გეგმავს “რომა” მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერზე მუშაობს. C...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” ლგბტ თემატიკაზე შექმნილი ფორმა წარადგინა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” ტექნიკური სპონსორი Puma კლუბთან თანამშრომლობით ლგბტ თემატიკის მხარდასაჭერად შექმნილ ფორმას წარმოგვიდგენს, რომელსაც ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ნაპოლიმ” ირვინგ ლოსანო დაიმატა

“ნაპოლის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “პსვ ეინდჰოვენის” ნახევარმცველი, ირვინგ ლოსანო, გარკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეგილონმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა

მადრიდის “რეალის” წლის მცველმა, სერხიო რეგილონმა, რომელიც “სევილიაში” გახლავთ განათხოვრებული, მძიმე დაზიანება მიიღო. 22 წლის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 აგვისტო

“ინტერი” სანჩესის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს Manchester Evening News-ის ცნობით, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ იუნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო კოუტინიოს წარუმატებლობაში მესის ადანაშაულებს

“ბარსელონას” ლეგენდა და ოქროს ბურთის მფლობელი რივალდო ფილიპე კოუტინიოს “ბაიერნში” ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერი 50 მოწინავე შავკანიანი ფეხბურთელის ანგარიშებს დააკვირდება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, ტვიტერის, ხელმძღვანელები მომდევნო დღეების მანძილზე ახლო მონიტორინგის ჩატარებას გეგმავენ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეინ რუნიმ სეზონის მეორე წითელი ბარათი სახეში ჩარტყმისთვის მიიღო (ვიდეო)

22 აგვისტოს, გამთენიისას “დი სი იუნაიტედისა” და “ნიუ-იორკ რედ ბულსის” მატჩი შედგა, რომელშიც გამარჯვება ნიუ-იორკელებს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესს კარიერის დასრულება ბექჰემის კლუბში სურს

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ბარსელონას” ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს კარიერის დასრულება “ინტერ მაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასმა “რეალის” ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა, კეილორ ნავასმა, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი მარტივია – ზინედინ ზიდანი […]...
წაკითხვა