ესპანეთი 13 საქართველო 26
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში ესპანეთი მადრიდში 26:13 დაამარცხა და რადგან რუმინეთი რუსეთთან დამარცხდა (13:16), სატურნირო ცხრილში კუთვნილი პირველი ადგილი დაიბრუნა.
პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ესპანეთის ორჯერ დაწინაურდა, ჯერ ჯარიმით და მერე ლელოთი, მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით და გარდასახვით ორივეჯერ აღადგინა წინასწორობა – ლელო ზურაბ ჟვანიამ მიითვალა. მერე სტუმრები ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს – 13:13.
ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში 13 ქულის აღება ისევ მოახერხეს, თანაც თავად ქულა აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 26:13 იმარჯვეს. ჩვენების უპირატესობა ორი ჯარიმით კვირიკაშვილმა გაზარდა, მერე ესპანეთმა გაიბრძოლა, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და სულ ბოლოს დავით კაჭარავას ლელოთი და კვირიკაშვილის გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
მეორე ტაიმში დაძაბულობამ პიკს რომ მიაღწია რეფერიმ ერთი ესპანელი და ორი ქართველი მორაგბე გაასინბინა – გიორგი ნემსაძე და ლევანდათუნაშვილი.
(მატჩის ვრცელ მიმოხილვას ორშაბათს შემოგთავაზებთ)
საქართველო 26:13 ესპანეთი
საქართველო = 4 ქულა
15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა (22ალექსანდრე ხუციშვილი 73); 10 ლაშა ხმალაძე (23 გიორგი აფციაური 76), 9 ვაჟა ხუციშვილი (21 ვასილ ლობჟანიძე 59) / 1 მიხეილ ნარიაშვილი (17 კახა ასიეშვილი 59), 2 ზურაბ ჟვანია (16 სიმონ მაისურაძე 45), 3 ლევან ჩილაჩავა (18 ანტონ ფეიქრიშვილი 59); 4 გიორგი ნემსაძე სბ 58, 5 კოტე მიქაუტაძე (19 ლევან დათუნაშვილი 63 სბ65); 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 შალვა სუთიაშვილი^კაპ, 8 ლაშა ლომიძე (20 გიორგი ჩხაიძე) – 2ლ: ჟვანიაკაჭარავა; 2გ 4ჯ: კვირიკაშვილი
ესპანეთი = 0 ქულა
15 ბრედლი ლინქ’ლეითერ, 14 ხულენ გოია (_ 59), 13 მარკოს პოხი, 12 ტიბო ვიზენსანგ, 11 სერხი ობანელ; 10 დენ სნი (22 პაბლო ფონტეს 40+ – /, ?), 9 გიომ რუე / 1 ფრანკ ლაბე (16 ლორენცო ორტის 71), 2 ბენიატ აუსკი, 3 ხესუს მორენო (ორტის 20-31, 18 ფერნანდო ლოპეს 57); 4 დავიდ გონსალეს, 5 ხესუს რეკვერდა^კაპ; 6 გოტიე ჟიბუენ, 7იგნასიო ვილიანუევა (20 ხავიერ დე’ხუან 57 სბ 63), 8 ხაიმე ნავა * არ შესულან (?): 23 პაბლო ფეიხო, 21 ანხელ ლოპეს / 17 ხუან ანაია, 19 მანუელ მორა – ლ: გოია; გ 2ჯ: ლინქ’ლეითერ
მსაჯები
რეფერი ალეკს რუის; კიდეებზე: ვენსან ბლასკო / სედრიკ კლავ;
კომისარი ივ ბრესი (სფრ)
შაბ 28/02 2015 @ მადრიდი, უნივერსიტეტი (_ ათასი) 19.00 საქ
0:3(2) 3:3(12) 3:10(26) 10:10(29) 13:10(35) 13:13(38) /
16:13(56) სბ(58ს) 19:13(64სბ) სბ(65ს) 26:13(80)
Rugby.GE