ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
შერაზადიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ისლანდიელი ბლონდალი დაამარცხა, მესამე წრეში მან რუს იგოლნიკოვს სძლია, მეოთეში კი – თურქ ოზერლერს. ნიკოლოზი მეოთხედფინალში კუბელ ეშლი გონსალესს შეხვდა, რომელსაც აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. შერაზადიშვილმა ნახევარფინალში ძლიერი უნგრელი მეტოქე ტოთი დაამარცხა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ქართველი სპორტსმენი კუბელ სილვა მორალესთან ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც შერაზადიშვილმა გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე 22 წლის ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა და უშანგი მარგიანმა იასპარეზეს – ორივე ქართველი უმედლოდ დარჩა.