ესპანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კოსოვოს სახელწოდება პატარა ასოებით დაწერა (ფოტო)
31 მარტს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ჯგუფში, ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კოსოვო მიიღო და 3:1 გაიმარჯვა.
ეს მატჩი საინტერესო იყო იმით, რომ ესპანეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. სწორედ ამის გამო, ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, პირდაპირი რეპორტაჟის დროს, კოსოვოს სახელწოდება პატარა ასოებით იყო დაწერილი – KOSOVO-ს მაგივრად kosovo და KOS-ს მაგივრად kos.
შეხვედრის დაწყებამდე, იყო საუბარი იმის შესახებ, რომ თამაშის წინ სტადიონზე კოსოვოს ჰიმნს არ ჩართავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ესპანელი კომენტატორები მეტოქე გუნდს “კოსოვოს ფედერაციის გუნდად” მოიხსენიებდნენ და მას კოსოვოს ნაკრებს არ ეძახოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კოსოვომ სერბეთისაგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. 113 ქვეყანა მის დამოუკიდებლობას აღიარებს, თუმცა მათ შორის არ არიან ესპანეთი და საქართველო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კოსოვოს 2 სექტემბერს საქართველოში უმასპინძლებს.
Kosovo 🇽🇰 anthem in #Spain
This is historic ♥️ pic.twitter.com/B0TaTV1T8t— Shpend Lila (@Shpend_Lila) March 31, 2021