ესპანეთმა არგენტინა გაანადგურა: ისკომ ნამდვილი შოუ დადგა (ვიდეო)
27 მარტს ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ორი ფავორიტი, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – ესპანალებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს (6:1).
ანგარიში შეხვედრის მე-12 წუთზე დიეგო კოშტამ გახსნა ასენსიოს საგოლე პასის წყალობით. 27-ე წუთზე ასენსიო გოლის გატანაში უკვე ისკოს დაეხმარა. თორმეტ წუთში ოტამენდიმ ევერ ბანეგას დახმარებით ანგარიშში ერთი ბურთი გაქვითა. პირველი ტაიმი ასე დასრულდა – 2:1.
მატჩის მეორე ნახევარი კი ესპანელთა შოუს დაეთმო. განსაკუთრებულად აქტიური იყო ისკო, რომელმაც ჰეთ-ტრიკი გაიფორმა (27′ 52′ 75′). თავიანთი გოლები გაიტანეს ალკანტარამ (55′) და იაგო ასპასმაც (74′). აღსანიშნავია, რომ ასპასის ეპიზოდში საგოლე გადაცემის ავტორი დავიდ დე ხეა გახდა.
ესპანეთი: დე ხეა; ალბა, რამოსი, პიკე (ასპილიკუეტა 72′), კარვახალი; ინიესტა (საულ ნიგესი 56′), კოკე, ალკანტარა; ისკო (ლუკას ვასკესი 75′), კოშტა (იაგო ასპასი 46′) , ასენსიო
მთავარი მწვრთნელი: ლოპოტეგი
არგენტინა: რომერო (ვილი კაბალიერო 22′); ბუსტოსი (მერკადო 62′), ოტამენდი, როხო, ტაგლიაფისო; ბილია, მაშერანო (პავონი 54′); ლო სელსო (აკუნა 84′), ბანეგა, მესა; იგუაინი (მარტინესი 58′)
მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი