ესპანურ შეკრებაზე „ლოკომოტივმა“ დონეცკის „შახტართან“ წააგო
ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „ლოკომოტივმა“ მეორე მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისი მეტოქე დონეცკის „შახტარი“ იყო. სამწუხაროდ, ამჯერად ჟერარდ სარაგოსას გუნდმა ანგარიშთ 2:5 წააგო.
უკვე მე-8 წუთზე თბილისელთა კარი მალიშევმა დაამწუხრა. 27-ე წუთზე დონეცკელთა უპირატესობა ბორიაჩკმა გაზარდა, ოთხ წუთში კი პენალტით სხვაობა ალექსი ბენაშვილმა შეამცირა. 53-ე წუთზე მარლოსმა „შახტარის“ უპირატესობა კვლავ ორ ბურთამდე გაზარდა, 64 და 66-ე წუთების ინტერვალში კი გლადკიმ დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში მატჩის ბოლოს ჭანტურიამ დააფიქსირა.
მიმდინარე შეკრებაზე მესამე მატჩი „რკინიგზელებს“ 11 თებერვალს სლოვაკურ „მიხალოვცე ზემპლინთან“ ელით.
„შახტარი“ – „ლოკომოტივი“ 5:2
გოლები: მალიშევი 8′, ბორიაჩკი 27′, მარლოსი 53′, გლადკი 64′, 66′ – ბენაშვილი 31′ (პენ), ჭანტურია 90′