ესპანური პრესა: აზარმა “რეალთან” კონტრაქტი უკვე შეათანხმა
ბოლო დღეებში ესპანური გამოცემების გარეკნები ედენ აზარის ფოტოებით გახლავთ აჭრელებული. ისეთი პოპულარული გამოცემები, როგორებიც არიან Marca და As, ირწმუნებიან, რომ ედენ აზარმა “რეალთან” კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
როგორც ცნობილი ხდება, 27 წლის ბელგიელმა ვარსკვლავმა “სამეფო კლუბთან” ხელშეკრულება გასულ კვირას გააფორმა, თუმცაღა ტრანსფერი მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელდება.
მართალია, აზარს “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ “რეალს” მხოლოდ თანხის ოდენობა აქვს “ჩელსისთან” შესათანხმებელი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ლონდონური გრანდი ამ დროისთვის 170 მილიონ ევროს ითხოვს აზარის სანაცვლოდ. შესაძლოა, საქმეში მატეო კოვაჩიჩიც ჩაერთოს, რომელიც “სტემფორდ ბრიჯზეა” განათხოვრებული.