ESPN: პატოს ინგლისში გადასვლა სურს
შესაძლოა, ბრაზილიელი თავდამსხმელი “ნისლიან ალბიონზე” ვიხილოთ.
როგორც გამოცემა ESPN იტყობინება, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ალეშანდრე პატოს ინგლისური გუნდის შემადგენლობაში გადასვლა სურს.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონს 26 წლის ფორვარდი “სან პაულუს” რიგებში იჯარის წესით ატარებს. მისი კონტრაქტი კი “კორინთიანსის” ხელმძღვანელობას ეკუთვნის, რომელსაც ფეხბურთელის გაყიდვა უნდა.
ცნობილია, რომ პატოს შეძენით “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი. მათ იციან, რომ იანვარში ბრაზილიელის გადაბირება 11 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეეძლებათ.
შეგასხენებთ, 2007-2012 წლებში პატო “მილანის” ღირსებას იცავდა. იტალიური კლუბის მაისურით, მის ანგარიშზე 114 ჩატარებული მატჩი და 52 გატანილი ბურთია.